8 ულუფის მასალა
1 კგ. ხაჭო
500 გრ. მასკარპონე
3 კვერცხი
1,5 ჭიქა შაქარი
ვანილი
ნიგოზი (გემოვნებით)
გარგარის ჩირი (გემოვნებით)
აგრეთვე სურვილისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ საზამთროს მურაბა,
კაკლის მურაბა, ცუკატი. ჯამში 25 ლარი მომზადების წესი:
კაკლის მურაბა, ცუკატი. ჯამში 25 ლარი მომზადების წესი:
1 დღით ადრე, ვიდრე მომზადებას დაიწყებთ, გაახვიეთ ხაჭო მარლაში, მოათავსეთ საწურში, დაადეთ სიმძიმე, რომ დაიწუროს და შედგით მაცივარში მთელი ღამით.
დაწურული მასა გადაიტანეთ ღრმა ჭურჭელში და ათქვიფეთ მიქსერით. დაუმატეთ მასკარპონე და ვანილი.
ცალკე ჭურჭელში ჩაყარეთ შაქარი, დაუმატეთ კვერცხი და ათქვიფეთ. მიღებული მასა შეურიეთ ხაჭოს, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი, გარგარის ჩირი და გადაურიეთ.
გამზადებული მასა კვლავ გაახვიეთ მარლაში, მოათავსეთ საწურში, დაადეთ სიმძიმე და გააჩერეთ მაცივარში მთელი ღამით.
გამზადებული ხაჭოს პასქა გადმოაბრუნეთ თეფშზე და მოასხით ცხელი შოკოლადი.
ასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში:
პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73),
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02 / 03).




