აშშ: კოალიციური ძალების დარტყმებმა კადაფის საბრძოლო პოტენციალი 30-40 %-ით შეამცირა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/pred.png##fbimage#
აშშ-ს შტაბების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა მაიკ მალენმა განაცხადა, რომ კოალიციური ძალების მიერ ლიბიის შეიარაღებულ ძალებზე განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად მუამარ კადაფის ძალების საბრძოლო პოტენციალი 30-40 პროცენტით შემცირდა. მისი თქმით, ლიბიის ოპოზიციურ ძალებში ალ-ყაიდას მებრძოლების ყოფნის ნიშნები “ჯერჯერობით არ ჩანს”. “ლიბიის ტერიტორიაზე ტერორისტების შესაძლო ყოფნას მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდებით,” დასძინა მაიკ მალენმა.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ ლიბიის ოპერაციაში კადაფის ძალების წინააღმდეგ უპილოტო საფრენ აპარატებს - “პრედატორს” გამოიყენებს. მათი გამოყენების ნებართვა აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გასცა, იუწყება ტელეკომპანია BBC. ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ასეთი საფრენი აპარატების გამოყენება მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს. აშშ-ს თავდაცვის მინისტრის, რობერტ გეიტსის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატები ლიბიის სამხედრო მისიაში დღესვე ჩაერთვებიან. 

კომენტარები