გერმანიიდან რადიკალი იმამი გააძევეს

გერმანიის ოფიციალურმა პირებმა დღეს განკარგულება გასცეს ქვეყანაში ვიზიტით მყოფი რადიკალი იმამის გერმანიიდან გაძევების შესახებ. უცხოური მედიის ცნობით, მუსლიმი სასულიერო პირი იმით არის ცნობილი, რომ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების სიკვდილით დასჯას მოითხოვს. იმამმა აბუ ამენა ბილალ ფილიპსმა ოთხშაბათს ფრანქფურტში 2000 მუსლიმის წინაშე იქადაგა. თუმცა, 60 წლის სასულიერო პირს გერმანიაში თავისი საფირმო მოწოდება არ გაუმეორებია.

გერმანიის საიმიგრაციო კანონმდებლობის მიხედვით, ნებადართულია ყველა იმ უცხოელის გაძევება, ვინც ‘მოსახლეობის ნაწილის მიმართ სიძულვილს აღვივებს ან მათ მიმართ ძალადობას ქადაგებს.’ აღსანიშნავია, რომ იამაიკაზე დაბადებული და კანადაში გაზრდილი იმამი ფილიპსი აცხადებს, რომ ისლამის მიღებამდე ის კომუნისტი იყო. ისლამის მან 25 წლის ასაკში მიიღო.

კომენტარები