თბილისსა და რომს შორის შესაძლებელია პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს

თბილისსა და რომს შორის, შესაძლოა, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყოს. ინფორმაცია ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო EPN.GE-მ  გაავრცელა.  „ტაბულასთან“ საუბარში მთავრობის პრეს სპიკერმა, ნიკო მჭედლიშვილმა დაადასტურა, რომ ეს ეს საკითხი აქტიურად განიხილებოდა  საქართველოს პრემიერ მინისტრის, ნიკა გილაურის იტალიაში ვიზიტის დროს გამართული ოფიციალური შეხვედრებისას.  გილაური იტალიის ეკონომიკის  მინისტრს,  მთავრობის ვიცე პრემიერებს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.

„იტალიის საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა და მთავრობამ საქართველოს მიმართ ძალიან დიდი ინტერესი გამოიჩინეს. გადაწყდა, რომ შემოდგომაზე საქართველოში იტალიის ბიზნეს ფორუმი ჩატარდება და  საუბარი ბევრ ბიზნეს პროეტქზე, მათ შორის პირდაპირ ფრენებზე აქაც გაგრძელდება,“  აღნიშნა მჭედლიშვილმა. მისი თქმით, საბოლოოდ ეს საკითხი კომპანია „ალ იტალიამ“ უნდა გადაწყვიტოს. მთავრობის პრეს სპიკერმა არ გამორიცხა, რომ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, წლის ბოლოსთვის  პირდაპირი რეისები რომსა და თბილისს შორის კვირაში ორჯერ ან სამჯერ „რეალობად იქცეს.“ 

კომენტარები