ლექსი სექსის წილ და სხვა ლოჟა

მატკინე, ჯონი, ჯონი, ჯონი! 
ბუზი არ ვარ! გესმის? 
მატკინე, ჯონი, ჯონი, ჯონი! 
მძაფრი მიყვარს სექსი!


ვიანი

მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი, ხელუხლებელი როგორც..

ტაბიძე

 
რომანტიკული ს.გ.-ს სევდიანი წერილი ელე ლისადმი, წიგნში ჩადებული და ისე გაგზავნილი პირველი

ხანდახან ვფიქრობ, რომ მე შენზე ნელა დავიბადე და შენზე ნელა მოვკვდები...
მე ოდნავ ფართო თვალები მაქვს.
სამი წელია ამ ქალაქში ვცხოვრობ, ანუ ღვინოს გადავეჩვიე. სიგარეტს ვეწევი ცოტას, ისიც იმიტომ, რომ მერე ფერფლს ჩავაშტერდე და შენზე და სხვაზე და სხვაზე ვიფიქრო.
ვფიქრობ ნელა.
ხანდახან იმასაც, რომ მე შენზე ნელა დავიბადე და შენზე ნელა მოვკვდები.
- ღმერთო ჩემო, როგორ გვანან ეს ფანტელები სპერმატოზოიდებს და დედამიწა უნაყოფო საშვილოსნოს – უშედეგო სექსია ზამთარი. 
აქ ისმის ტაში, ჩემი ტაშიც და მე არ მაოცებს, რომ ამ ქალაქში არნახულად ხშირად წერენ და იშვიათად აქვთ....კალმისტარი თან(ფურცელი, კოპიუტერი, საბეჭდი მანქანა).

ხო, იმაზე იშვიათად, ვიდრე ამას მსგავს  სუბლიმაციათა მომხრე ხალხი წარმოიდგენს და შემედავება.

„ღმერთო ჩემო“ - დაასრულა გოგონამ ლექსი და გაიღიმა. ალბათ თავისი ლატენტური მეუფის მისამართით. იმ იმედით, რომ ერთხელ ეს უკანასკნელიც (ამ კომპიზიტის ორად დაშლა ოდესღაც ორიოდ კაცმა სცადა და ოდენ) გაუღიმებსავით, მერე თავს მიაბრუნებს და..
შესაძლოა ძალიან ვცდები.
და ყველაფერი პირიქითაა -

ანუ მიხარია, რომ შენ მე გახსოვარ, მე მახსოვს პაპაშენი, პაპაშენს ალბათ ახსოვს ალენ გინზბერგი, აქ კი გინზბერგი შვილიშვილებსაც ახსოვთ. ახსოვთ რომელია.

უნდა გამოგიტყდე, რომ იმ ლიტერატურულ საღამოზე ინკოგნიტოდ შევიპარე და ასევე გამოვიპარე. შემდეგ ამბავი წარიმართა სწრაფად და მოულოდნელად, როგორც სერვანტესის ადრეულ ბოდვებშია - ჩემი დაუდგრომელი ხასიათის წყალობით, მე გადავწყვიტე მომეძებნა რამე ახალი სახიფათო საქმე და გავწევრიანდი მიწისქვეშეთის პოეტთა ლოჟაში, რომლის მესვეურთა დევიზიცაა: “არრა არს სხვა ხიდი, გარდა მირაბოსი და მეტეხის ხიდია მოციქული მისი“.  ისინი ჩუმად წერენ ლექსებს და უჩუმრადვე ავრცელებენ - ვერავინ შეიტყობს ამ ამბავზე - ყავლი არ გაუვა, ამ სფეროში საოცრად გაწაფულები უნდა გახლდნენ.  საქმისთვის მათ მხოლოდ ლექსიკონები და ცოტა ფიქრი ჭირდებათ, რაშიც, უნდა აღინიშნოს, ერთმანეთს უშურველად უწყობენ ხელს. ხოლო უნებლიედ ვავრცელებდი მათ შორის მეც და ვიწრო დარბაზში, რომლის ბნელ კუთხეში, ორი დისიდენტი  მჭლე ველრიბრს შეექცეოდა, თოთხმეტი ზორბა კატრენი მაგიდაზე სრულიად შეუმჩნევლად დავდე და ისე წამოვედი, ვითომც აქ არაფერიაო და არც იქ.
ეს ჩემდა სასახელოდ.
სამი წელია ამ ქალაქში ვცხოვრობ და თოვლი მხოლოდ გაზაფხულზე მოდის.
ახალი წელი – ახლა.
ისევე როგორც ჩემს მხარეში.
თბილ არტისტულ კაფეში ვზივარ და ნება-ნება ვწერ.
კედლებზე რეკლამა-პლაკატები: ,,ი.ი-ს პორნო დღიური. ლექსები’’, ,,ა.ა-ს . ლექსები ქარზე და დედაზე’’, ,,უ.უ. ორივენაირი ლექსები’’.
ხმოვნები კიდევ დარჩა.
ხმოვნები ხმამაღლა ჟღერენ.
მე კი ჩაის ვსვამ და ვიცი, რომ შენ სექტემბერში უნდა მოგილოცო.
შენ ოდნავ წვრილი თვალები გაქვს.

კომენტარები