რუსეთის ვიცე პრემიერმა როსნეფტის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა

რუსეთის ვიცე პრემიერმა იგორ სეჩინმა  კომპანია როსნეფტის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის  პოსტი დატოვა.  ამ თანამდებობაზე ის 2006 წლიდან მუშაობდა. ექსპერთთა შეფასებით, სეჩინის გადადგომა როსნეფტსა და BP-ს შორის აქციათა გაცვლის შესახებ შემდგარი გარიგების შერულებას კიდევ უფრო გაართულებს. მათი აზრით,  სეჩინის გარეშე კომპანიას გაუჭირდება ამ უმსხვილესი გარიგების ბოლომდე მიყვანა.

30 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვევდევმა განაცხადა, რომ მინისტრებმა და ვიცე პრემიერებმა უნდა  უნდა დატოვონ  იმ სახელწიფო კომპანიების მმართველთა პოსტები,  რომლებიც ბიზნეს კონკურენციის რეჟიმში მუშაობენ. როსნეფტი პირველი უმსხვილესი კომპანია გახდა,  სადაც პრეზიდენტის ეს განკარგულება შესრულდა.  რუსეთის ვიცე პრემიერმა, იგორ შუვალოვმა და პრეზიდენტის თანაშემწემ, არკადი დვორკოვიჩმა განაცხადეს, რომ  მინისტრებმა და მთავრობის ხელმძღვანელებმა 17 სახელმწიფო კომპანიის მმართველი პოსტები 2011 წლის 1 ივლისამდე  უნდა დატოვონ. 

ამ სიაში არიან  რუსეთის ფინანსთა მინისტრი  ალექსეი კუდრინი , პირველი ვიცე-პრემიერი ალექსანდრე  ზუბკოვი,  თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი,  ენერგეტიკის მინისტრი  სერგეი შმატკო,  ტრანსპორტის მინისტრი  იგორ ლევიტინი,  სოფლის მეურნეობის მინისტრი ელენა სკრინიიკი და კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციების მინისტრი  იგორ შეგოლევი. საქმე ამით არ სრულდება  - პრეზიდენტის გადაწყვეტილებით 1 დეკემბრამდე სახელმწიფო  კომპანიებში ხელმძღვანელ თანამდებობაზე არც ერთი მინისტრი არ უნდა დარჩეს.

როსნეფტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად  დროებით რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ნეკიპილოვი აირჩიეს. ამ პოსტზე ხუთი კანდიდტურა იყო წამოყენებული -   "Сургутнефтегаз"-ის  ხელმძღვანელი  ვლადიმერ ბოგადნოვი, ვი-თი-ბი ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე  ანდრეი კოსტინი და ბანკ Barclays Capital Inc-ის მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელი ჰანს იორგ რუდლოფი . მათგან სამმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ნეკიპელოვსა და კოსტინს შორის დირექტორთა საბჭომ ხუთი ხმით სამის წინააღმდეგ  არჩევანი ნეკიპელოვის სასარგებლოდ გააკეთა. 

კომენტარები