თსუ-ს თვითმმართველობის ორგანიზებით ხელბურთში შეჯიბრი გაიმართა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/xlb.png##fbimage#
 4-7 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი ტურნირი გაიმართა. ამჯერად ტურნირი სპორტულ კომპლექს “ქარიშხალაში” ხელბურთში მოეწყო. ტურნირში სულ 16 გუნდი იღებდა მონაწილეობას და მათგან ფინალში იურიდიული ფაკულტეტის გუნდი “მაჯლაჯუნები” და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გუნდი “მგლები” გავიდნენ. შეხვედრა “მაჯლაჯუნების” გამარჯვებით, ანგარიშით 12:11 დასრულდა. პირველ ადგილზე გასულ გუნდს ფულადი ჯილდო 300 ლარი,  ხოლო მე-2 ადგილზე გასულს - 150 ლარი  გადაეცა. საუკეთსო ბომბარდირად გიორგი ჯავახაძე, ხოლო საუკეთესო მეკარედ ლექსო მელაძე დასახელდა. საუკეთესო ხელბურთელის ტიტული კი თორნიკე ზაალიშვილმა მოიპოვა. 

 

კომენტარები