თურქეთის საგარეო უწყება: ბაღაფშის ვიზიტი არაოფიციალური ხასიათისაა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის თურქეთში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სერგეი ბაღაფში თურქეთში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ”თურქეთი აღიარებს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,” ნათქვამია განცხადებაში ”ანკარა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების ერთგული რჩება.” სერგეი ბაღაფში ანკარაში 7 აპრილს ჩავიდა. აფხაზური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ბაღაფში თურქეთში 4 დღე დარჩება და ”რამდენიმე  საქმიან შეხვედრას გამართვს ორმხრივი ბიზნეს თანამშრომლობის შესახებ. ” 

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბაღაფშის ვიზიტი ”მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე” განხორციელდა. ოფიციალური ანკარა იუწყება, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი თურქეთში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიწვევით ჩავიდა. ”ამ ორგანიზაციებს თურქეთის მოქალაქეები აფინანსებენ და ეს ვიზიტი მათი პირადი პასუხისმგებლობაა. ვიზიტი არ ატარებს ოფიციალურ ხასიათს,” ციტირებს თურქული პრესა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.

სერგეი ბაღაფში ანკარაში 7 აპრილს ჩავიდა. აფხაზური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ბაღაფში თურქეთში 4 დღე დარჩება და ”რამდენიმე  საქმიან შეხვედრას გამართვს ორმხრივი ბიზნეს თანამშრომლობის შესახებ. ”  ეს  ბაღაფშის მეორე ვიზიტია თურქეთში. პირველად ის თურქეთს მაშინ სტუმრობდა, როცა ბაღაფში დე ფაქტო რეჟიმის პრემიერ მინისტრი იყო. აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი თურქეთში ჩასვლას 2007 წელსაც გეგმავდა, თუმცა ვიზიტი არ შედგა, რადგან თურქეთის ხელისუფლებამ ბაღაფშს ვიზის გაცემაზე უარი უთხრა. 

კომენტარები