Kid’s Choice Awards 2011

ლოს-ანჯელესში „ბავშვების არჩევანი 2011“ (Kid’s Choice Awards) გაიმართა. ღონისძიებას მსახიობი ჯეკ ბლექი უძღვებოდა, სწორედ მან  გახსნა დაჯილდოების 24-ე ცერემონია ჯგუფ Black Eyed Pease-თან ერთად.

„ბავშვების არჩევანი“ ერთადერთი ადგილია სადაც ვარსკვლავებს წითელი ხალიჩის ნაცვლად ნარინჯისფერ ხალიჩაზე უწევთ გავლა, ხოლო გამარჯვებულები ოქროს ქანდაკებების ნაცვლად ნარინჯისფერი დირიჟაბლით ჯილდოვდებიან.
ყოველ წელს ვლინდება სპეციალური ჯილდოს მფლობელი, წელს განსხვავებული, ვერცხლისფერი დირიჟაბლი ჯანსტინ ტიმბერლეიკს - ქველმოქმედებისთვის გადაეცა.

2011 წლის Kid’s Choice Awards გამარჯვებულები:
სატელევიზიო შოუ - iCarly
სატელევიზიო შოუს მსახიობი ქალი/კაცი - სელენა გომესი, დილან სპრუსი
რეალითი შოუ - American Idol
მულტფილმი - Sponge Bob (ღრუბელი ბობი)
ფილმი - კარატისტი ბავშვი
მსახიობი მამაკაცი - ჯონი დეპი
მსახიობი ქალი - მაილი საირუსი
ანიმაციური ფილმი - საზიზღარი მე
ანიმაციური ფილმის საუკეთესო გამხმოვანებელი - ედი მერფი
ათლეტი მამაკაცი - შაკილ ო ნილი
ათლეტი ქალი - ლინსი ვონი
მუსიკალური ჯგუფი - Black Eyed Pease
მომღერალი ქალი - კეტი პერი
მომღერალი მამაკაცი - ჯასტინ ბიბერი
სიმღერა - Babe (ჯასტინ ბიბერი)
წიგნი -  უნებისყოფო ბავშვის დღიური
ვიდეო თამაში - უბრალოდ იცეკვე 2



კომენტარები