10 კითხვა ლადო ბურდულს

ლადო ბურდული ოციოდე წლის წინ და დღეს. მთავარი განსხვავება?

თმის ფერის ცვლა და აგრესიის მომატება გოიმების & ქაჯების ეპოქის დაუსრულებლობის გამო.
 
რომ არა როკ-ენ-როლი...
 
და არც არის როკ-ენ-როლი... დამიძახეთ უბრალოდ ლადო!!!
 
ვისთან ერთად არ გამოხვიდოდით არასდროს სცენაზე?
 
ჯერ მითხარი, ვისთან გამოვიდოდი და მერე მე გეტყვი ვისთან არ გამოვიდოდი... ჰაჰაჰა, მაგრამ პრინციპში ეგ კომპლექსები მე არასდროს არ მქონია, როგორც თანამედროვე დასავლური მუსიკის/ფასეულობების მისიონერს ამ ქვეყანაში.
(ახალი ქართველების საყურადღებოდ: პატარებო, დასავლეთში დასავლეთ საქართველოს არ ვგულისხმობ)
 
რომელი ცოცხალი ან გარდაცვლილი ადამიანის სხეულში ყოფნას ისურვებდით ერთი დღით?
 
ეგეთი პრობლემები ჯერ არ მქონია...
 
ლადო ბურდული ახლახან დაბრუნდა ლონდონიდან, სადაც...
 
ალბათ... ფეხზე 3-ჯერ ამდგარმა ხალხმა ბისზე რომ გამომიძახა სცენაზე?!? :)
 
რა აკლია თანამედროვე ქართულ მუსიკალურ სცენას ყველაზე მეტად?
 
ყველაფერი ის, რაც არის და რაც ეხება თანამედროვე მუსიკას.
 
ჩემი მშვენიერი ლედი არის...
 
ყველა ქალი, ვისაც მე ვუყვარვარ!!!
 
ახალგაზრდობის შემდეგ უკანასკნელად როდის გქონდათ პრობლემები სამართალდამცავებთან?
 
გაზაფხულზე, როცა მძღოლს გამოვესარჩლე, ხოლო პატრულს გავუტეხე, რადგანაც 1. უცხოელი არ აღმოვჩნდი & 2. ნარკომანის მაგივრად – უბრალოდ ნასვამი.
 
დაგითვლიათ, რამდენი ჟურნალის ყდაზე იყავით?
 
კი, ყოველთვის დიდი რესპექტი მქონდა თამამი ჟურნალების მიმართ :)
 
რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
 
დაუჯერებელია ასეთი ხალხი ასეთი პატარა სოფლის გულისთვის?
(ფილმი „შესანიშნავი შვიდეული”, კალვერას ლეგენდარული ფრაზა სიკვდილის წინ).

კომენტარები