თსუ-ში შიდა საუნივერსიტეტო ტურნირი გაიმართა ფრენბურთში

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/fren.png##fbimage#
28-31 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორიგი შიდა საუნივერსიტეტო ტურნირი გაიმართა ფრენბურთში. შეჯიბრი თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის სპორტულ დარბაზში ჩატარდა.

გამარჯვებისთვის სულ 32 გუნდი იბრძოდა. ოლიმპიური სისტემით გამოვლინდა ორი ფინალისტი: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების გუნდი - “გუნდზე უფრო მეტი” და ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტების გუნდი “ლენტეხი”.

ტურნირის ფინალი 31 მარტს გაიმართა. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების გუნდმა მოწინააღმდეგე აშკარა უპირატესობით 3:0 დაამარცხა. გამარჯვებულ გუნდს - “გუნდზე უფრო მეტი”, მედლებთან და თასთან ერთად, სტუდენტურმა თვითმმართველობამ გადასცა ფულადი ჯილდო 300 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე ადგილზე გასულ გუნდს “ლენტეხი” - 150 ლარი. ტურნირზე გამოვლინდა საუკეთესო ფრენბურთელი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი მიხეილ სამხარაძე, რომელსაც სპორტულმა რადიო ”ჯაკომ” სპეციალური პრიზი გადასცა.

თსუს სტუდენტური თვითმმართველობა გაზაფხულის სემესტრში კიდევ 17 სპორტის სახეობაში ჩაატარებს ჩემპიონატებს.

კომენტარები