პენტაგონმა ამერიკელი ჯარისკაცების სკანდალური ფოტოების გამო ბოდიში მოიხადა

 პენტაგონმა ბოდიში მოიხადა გასულ კვირას გამოქვეყნებული ფოტოების გამო, რომლებზეც ამერიკელი ჯარისკაცები  ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებთან ერთად არიან გადაღებული. პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟურნალ Rolling Stone-ში დაბეჭდილი ფოტოები აშშ-ს არმიის ”ღირებულებებს ეწინააღმდეგება.”

ერთ-ერთ ფოტოზე აღბეჭდილია ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც გარდაცვლილი ავღანელის ცხედართან დგას, ცერა თითი აწეული აქვს და იღიმება. ჟურნალ Rolling Stone-ის ცნობით, მსგავსი ათასობით ფოტო არსებობს. ისინი ავღანეთში აშშ-ს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში მიმდინარე გამოძიების დროს აღმოაჩინეს. ამ სამხედრო ნაწილის ჯარისკაცებს გამოძიება ბრალად მშვიდობიანი მოსახლეობის ”უბრალოდ გართობის მიზნით” მკვლელობებში ადანაშაულებს. გამომძიებლების თქმით, ფოტოები 2010 წელს არის გადაღებული. აშშ-ში სკანდალურ ფოტოებთან დაკავშირებით სამხედრო ტრიბუნალი მიმდინარეობს. ტელეკომპანია BBC-ს ცნობით, ერთ-ერთ სამხედრო მოსამსახურეს, ჯერემი მორლოკს უკვე მიუსაჯეს 24-წლიანი პატიმრობა ავღანეთის მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობისთვის. 

კომენტარები