ფორმულა 1: ავსტრალიის დიდი პრიზი ჩემპიონმა ფეტელმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/Formula-1.png##fbimage#
 ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონი გუშინ მელბურნში, ავსტრალიის დიდი პრიზის გათამაშებით დაიწყო. რბოლა ავსტრიული რედ ბულის გერმანელმა პილოტმა, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა მოიგო.

მადლობა ბიჭებო! შესანიშნავი რბოლა იყო, ბრწყინვალე მანქანაა, ყველას დიდი მადლობა! - ფინიშის გადაკვეთისას ფეტელმა გუნდის ტექნიკურ პერსონალს რადიოხაზით გადაუხადა მადლობა.

გერმანელმა პილოტმა, რომელმაც საკვალიფიკაციო რბოლაც მოიგო, პირველად იასპარეზა პირელის წარმოებული საბურავებით. შარშან მის გუნდს საბურავებით ბრიჯსტოუნი ამარაგებდა.

ფეტელს 22 წამით ჩამორჩა მაკლარენის პილოტი ლუის ჰემილტონი, მესამე ადგილი კი, ლიდერთან 30-წამიანი ჩამორჩენის შემდეგ, რენოს რუსმა მძღოლმა ვიტალი პეტროვმა დაიკავა. ეს მის კარიერაში პირველი პოდიუმია.

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ რბოლის დასრულების შემდეგ შვეიცარიული ზაუბერის ორივე პილოტს დისკვალიფიკაცია მიუსაჯა: სერხიო პერესმა და კამუში კობიაშიმ შესაბამისად, მეშვიდე და მერვე ადგილები დაიკავეს, თუმცა ისინი რბოლის წესების დარღვევაში დაადანაშაულეს და მათი შედეგები გაუქმდა.

წლევანდელი სეზონის მეორე გრან-პრი 8 აპრილს, მალაიზიაში, სეპანგის ტრასაზე გათამაშდება.
  
ავსტრალიის დიდი პრიზი: ალბერტ პარკი, 27 მარტი (პირველი ათეული)
 1.სებასტიან ფეტელი (რედ ბული; გერმანია) – 1.29:30.259
 2.ლუის ჰემილტონი (მაკლარენი; დიდი ბრიტანეთი) - +00:22.297
 3.ვიტალი პეტროვი (რენო; რუსეთი) - +00:30.560
 4.ფერნანდო ალონსო (ფერარი; ესპანეთი) - +00:31.772
 5.მარკ ვებერი (რედ ბული; ავსტრალია) - +00:38.171
 6.ჯენსონ ბატონი (მაკლარენი; დიდი ბრიტანეთი) - +00:54.304
 7.ფელიპე მასა (ფერარი; ბრაზილია) - +01:25.186
 8.სებასტიენ ბუემი (ტორო როსო; შვეიცარია) - 1 წრე
 9.ადრიან სუტილი (ფორს ინდია; გერმანია) – 1 წრე
 10.პოლ დი რესტა (ფორს ინდია; დიდი ბრიტანეთი) – 1 წრე

სწრაფი წრე
 ფელიპე მასა (ფერარი; ბრაზილია) – 1:28.947

 პილოტები
 1.სებასტიან ფეტელი (რედ ბული; გერმანია) – 25 ქულა; 2.ლუის ჰემილტონი (მაკლარენი; დიდი ბრიტანეთი) – 18; 3.ვიტალი პეტროვი (რენო; რუსეთი) – 15; 4.ფერნანდო ალონსო (ფერარი, ესპანეთი) – 12; 5.მარკ უებერი (რედ ბული; ავსტრალია) – 10; 6.ჯენსონ ბატონი (მაკლარენი; დიდი ბრიტანეთი) – 8; 7.ფელიპე მასა (ფერარი; ბრაზილია) – 6; 8.სებასტიენ ბუემი (ტორო როსო; შვეიცარია) – 4; 9.ადრიან სუტილი (ფორს ინდია; გერმანია) – 2; 10.პოლ დი რესტა (ფორს ინდია; დიდი ბრიტანეთი) – 1

 კონსტრუქტორთა თასი
 1.რედ ბული - 35 ქულა; 2.მაკლარენი - 26; 3.ფერარი - 18; 4.რენო - 15; 5.ტორო როსო - 4; 6.ფორს ინდია - 3

კომენტარები