4 ულუფის მასალა
16 ც. პომიდორი ჩერი
200 გრ. ნადუღი
200 გრ. შერეული სალათი
50 გრ. ნიგოზი
50 გრ. ვაშლის ძმარიი
50 გრ. ბალზამიკოი
80 გრ. ზეითუნის ზეთი
2 კონა პიტნა
1 კონა მწვანე ხახვი
მარილი
ფერადი წიწაკა
სვანური მარილი
ჯამში: 12 ლარი
მომზადების წესი:
სალათისთვის – წვრილად დაჭერით ერთი კონა პიტნა და შეურიეთ ნადუღს, მოაყარეთ მარილი და ფერადი წიწაკა, გადაურიეთ.
პომიდორ ჩერის მოაჭერით თავი და ჩაის კოვზით ამოასუფთავეთ მისი გული, გასუფთავებული პომიდვრის გული შეავსეთ შეკაზმული ნადუღით.
შერეულ სალათს დაუმატეთ ერთი კონა პიტნა და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. გაანაწილეთ სალათი ოთხ თეფშზე, ირგვლივ შემოუწყეთ ნადუღით დატენილი პომიდვრები და მოასხით ნიგვზის საკაზმი.
ნიგვზის საკაზმისთვის – დაჭერით ნიგოზი წვრილად, მოასხით ვაშლის ძმარი, ბალზამიკო და ზეითუნის ზეთი, გადაურიეთ და მოაყარეთ სვანური მარილი.
მოხმარებამდე შეინახეთ მაცივარში.
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში:
პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73),
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02 / 03).




