#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/syria(1).png##fbimage#
სირიის ქალაქ დერააში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი ქალაქის ერთ-ერთ მეჩეთთან მოხდა, რომელიც გასული პარასკევის შემდეგ ანტისამთავრობო დემონსტრაციების ცენტრად იქცა.ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებებს სირიაში ათი ადამიანი ემსხვერპლა. გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ნავი პილაიმ სირიის ხელისუფლებას მოუწოდა პოლიციისა და არმიის ბოლოდროინდელი ქმედებები გამოიძიოს. ”ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ სირიაში მომხდარი მკვლელობებით და ვაცხადებთ, რომ აუცილებელია მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენება დაუყოვნებლივ შეწყდეს,” განაცხადა მან.
სირიის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ მანიფესტანტები ”ისრაელის აგენტები” არიან. ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით სირიელი სამართალდამცველები ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს აპატიმრებს იმ საბაბით, რომ ისინი ”მეხუთე კოლონის წარმომადგენლები” არიან.




