მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში 24 იანვარს მომხდარი ტერაქტი აეროპორტის მფლობელების წინააღმდეგ კონკუტენტების მიერ მოწყობილი აქცია იყო. გაზეთ Ведомости-ს ცნობით, ტერაქტის მიზანი კომპანია ”დომოდედოვოს” დისკრედიტაცია და მისი მფლობელებისთვის ქონების წართმევა იყო. გაზეთმა გამოაქვეყნა რუსეთის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლის, ზიგმუნდ ლოჟისის მიერ რუსეთის შს ეკონომიკური დეპარტამენტისადმი გაგზავნილი წერილი. ”აუცილებელია გადამოწმდეს ინფორმაცია მომხდარი ტერაქტის, როგორც დომოდედოვოს კომერციული საქმიანობის და აეროპორტში მოქმედი სხვა კომერციული სტრუქტურების წინააღმდეგ მიმართული ძირგამომთხრელი აქტის შესახებ. აუცილებელია დადგინდეს ის პირები და ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებული არიან აეროპორტის დისკრედიტაციაში გრძელვადიანი და მოკლევადიანი ეკონომიკური მოგების მიზნით,” ნათქვამია წერილში.
რუსეთის ნაციონალური ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარემ, კირილ კაბანოვმა გაზეთ Ведомости-ს განუცხადა, რომ ეს ვერსია ლოგიკურია, ვინაიდან უკვე ”10 წელია კომპანია ”დომოდედოვოსა” და სახელმწიფოს წარმომადგენელ გარკვეულ პირებს შორის კონფლიქტი მიმდინარეობს”. კაბანოვმა აღნიშნა, რომ მისთვის დამაფიქრებელი იყო რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, სერგეი მირონოვის განცხადება იმის შესახებ, რომ კომპანია ”დომოდედოვომ” თავი ვერ გაართვა აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მირონოვმა ”არაკომპეტენტური” კომპანიისთვის ქონების ჩამორთმევა მოითხოვა და ამ მიზნით ”ქონების ნაციონალიზაციის” კანონპროექტი გაგზავნა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში.
დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ სისხლის სამართლის საქმე ”ტრანსპორტის უსაფრთხოების დარღვევის მუხლით” აეროპორტის ოთხი მენეჯერის და ტრანსპორტის პოლიციის ოთხი პოლიციელი წინააღმდეგ აღიძრა. გამოცემა Газета.Ru-ს რუსეთის შს სამინისტროს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ ტერაქტის კომერციული ხასიათი გამოძიების დასაწყისში განიხილებოდა, ხოლო ამ ეტაპზე კი გამოძიების ერთადერთი ვერსია ”ბანდიტური იატაკქვეშეთია.” ”ტერაქტი ფაქტობრივად გახსნილია. ცნობილია ყველა პირის ვინაობა, ვინც მის მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობდა,” ციტირებს Газета.Ru ანონიმურ წყაროს.
24 იანვარს დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარ ტერაქტს 37 ადამიანი ემსხვერპლა, ასზე მეტი კი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ”იმარატ კავკაზის” ლიდერმა, დოკუ უმაროვმა აიღო.