კოალიციურმა ძალებმა კადაფის რეზიდენცია დაბომბეს

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/ldabobmes.png##fbimage#
 კოალიციურმა ძალებმა ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის რეზიდენციაზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს. უცხოური მედიის ცნობით, დედაქალაქ ტრიპოლიში მდებარე რეზიდენციის ადმინისტრაციული შენობა მთლიანად დანგრეულია. ლიბიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟურნალისტები შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს. ტელეკომპანია BBC -ს ცნობით, ჯერჯერობით უცნობია იმყოფებოდა თუ არა დაბომბვის დროს რეზიდენციაში პოლკოვნიკი კადაფი.

აშშ-ს ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ კადაფი კოალიციური ძალების სამიზნე არ არის. ”ჩვენი დარტყმები მისი შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სისტემების განადგურებისკენ არის მიმართული,” განაცხდა გუშინდელ პრეს კონფერენციაზე პენტაგონის წარმომადგენელმა.

დღეს ბრიუსელში ლიბიის საკითხთან დაკავშირებით NATO-ს ელჩების სხდომა გაიმართა. ალიანსის წევრებმა ლიბიისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება მიიღეს. კადაფის ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი NATO-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა და ”ფრანგულ-ბრიტანული აგრესიის” საკითხის განხილვა მოითხოვეს. ლიბიის სახალხო კომიტეტის განცხადებაში წერია, რომ კომიტეტი ”თავს უფლებამოსილად თვლის, რომ თავდაცვის მიზნით ავიაცია გამოიყენოს. ” 

კომენტარები