“საიდუმლო სირობა” თუ “და ვინჩის კუდი”?
„საიდუმლო კოდი”.
ერთი კითხვა რომ გქონდეთ ღმერთთან, რას შეეკითხებოდით?
აქ მოწევა შეიძლება?
რომელი წიგნი გინდათ, რომ თქვენი დაწერილი იყოს?
ახალი აღთქმა.
თქვენ მიმართ გამოთქმული კრიტიკა, რომელიც ყველაზე მძაფრად დაგამახსოვრდათ?
ჩემ მიმართ გამოთქმული კრიტიკა, ყოველთვის რადიკალურია და ბილწსიტყვაობით გამოირჩევა, ამ დროს რატომღაც ერექცია მეწყება, მიყვარს როცა მაკრიტიკებენ.
კვირის მანძილზე რამდენჯერ გუგლავთ საკუთარ სახელს?
666-ჯერ.
თქვენზე ბიოგრაფიული წიგნი რომ დაეწერათ, რა ერქმეოდა?
„ეკოლოგია” ან „მამა სუტრა”.
ყველაზე დიდი ამბიცია?
ვიყო ჭეშმარიტი ქართველი :)
ქუთაისი ისეთივე მიმართებაშია საქართველოსთან, როგორც
ა) ჩიკაგო – აშშ-სთან,
ბ) მანჩესტერი – დიდ ბრიტანეთთან,
გ) ხე – ფოთლებთან.
არც ერთი, „ქუთაისი ქალაქია” საქართველო...
ბოლოს როდის და რის გამო იტირეთ?
ყოველთვის ვტირი, როცა პრეზიდენტის გამოსვლებს ვისმენ.:)
რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
რატომ ხარ ასეთი საყვარელი?




