ვიკილიქსი: იაპონია გაფრთხილებული იყო, რომ ფუკუსიმა-1 ძლიერ მიწისძვრას ვერ გაუძლებდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ იაპონია ორი წლის წინ გააფრთხილა, რომ ქვეყანაში მოქმედი ატომური ელექტროსადგურები ძლიერ მიწისძვრას ვერ გაუძლებდა. ამის შესახებ ინტერნეტ პორტალ ვიკილიქსზე დაყრდნობით, ბრიტანული გამოცემა ტელეგრაფი იუწყება. გაზეთის ცნობით, საერთაშორისო სააგენტოს ოფიციალურმა პირებმა 2008 წლის დეკემბერში  იაპონიის ხელისუფლებას  აცნობეს, რომ იაპონიის ატომურ ელექტროსადგურებზე უსაფრთხოების ზომები ”მოძველებული” იყო და რომ ძლიერი მიწისძვრა სადგურებს ”სერიოზულ პრობლემებს” შეუქმნიდა.

ტელეგრაფის ცნობით, იაპონიის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გაფრთხილებებს გაითვალისწინებდა.  ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურთან მართლაც აშენდა საგანგებო მდგომარეობების ცენტრი, თუმცა კონსტრუქცია მხოლოდ 7-ბალიან მიწისძვრებზე იყო გათვლილი. იაპონიაში 11 მარტს მომხდარმა 9-ბალიანმა მიწისძვრამ ატომური ელექტროსადგურები დააზიანა. ატომურ რეაქტორებზე გასაგრილებელი მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლამ რამდენიმე აფეთქება გამოიწვია. შედეგად, რადიაციის დონემ დაშვებულს რამდენიმეჯერ გადააჭარბა და ფუკუსიმა-1-იდან 30 კილომეტრის რადიუსში ევაკუაცია გამოცხადდა.  

კომენტარები