ჯარჯი ბალანჩივაძის ზღაპრული სამყარო

პროფესიით პიანისტია, მაგრამ მის მხატვრობას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. სამყარო, რომელსაც ხელოვანი ტილოზე ქმნის იმდენად ზღაპრულია, რომ ბავშვებსაც ხიბლავს და უფროსებსაც. 

ბალანჩივაძეების ცნობილი გვარისა და ოჯახის წარმომადგენლის, ჯარჯი ბალანჩივაძის პერსონალური გამოფენა, 11 მარტს ბაია გალერეაში გაიხსნა.

საგამოფენო სივრცეში, მისი ახალი ნამუშევრებია ექსპონირებული. როგორც თავად გვითხრა, აქტიურად ხატვა მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველოში ჩამოსული ჯორჯ ბალანჩინის ყურადღება მისმა ერთ-ერთმა ნახატმა მიიქცია. ცნობილი ბალეტმაისტერის გულწრფელი შეფასება სტიმული აღმოჩნდა ავტორისთვის, რომლის 400-მდე ნამუშევარი ჰოლანდიის, გერმანიისა და შვეიცარიის კერძო კოლექციებში ინახება. “მართალია პროფესიით მხატვარი არ გახლავთ, მაგრამ თავიდანვე გამორჩეული ხელწერა ჰქონდა და მისი ტილოები ქართველ პროფესიონალ მხატვართა შემოქმედების კონტექსტიდან ამოვარდნილი არასოდეს ყოფილა”, – გვითხრა ბაია გალერეას ხელმძღვანელმა ბაია წიქორიძემ, რომელიც ჯარჯი ბალანჩივაძის გამოფენას მეორედ მასპინძლობს და მის ფერადოვან სამყაროში მოქცეული უჩვეულო პერსონაჟების გასაცნობად, 22 მარტამდე გეპატიჟებათ. 

 

კომენტარები