10 კითხვა გურამ წიბახაშვილს

გურამ წიბახაშვილის პირველი ფოტო...

 

პირველი არ მახსოვს – ალბათ, მეშვიდე-მერვე კლასში ვიყავი.
ხოლო ერთ-ერთი პირველი ფოტო, რომელიც ჩავთვალე, რომ ვინმეს შეიძლება აჩვენო ან გამოფინო, იყო 1984-ში. აი, ეს:  
 
 
იყო რაიმე კონკრეტული მომენტი, შთაბეჭდილება ან სიტუაცია, რამაც ფოტოგრაფობა გადაგაწყვეტინათ?
 
ყოველთვის მიყვარდა მგზავრობისას ფანჯარასთან ჯდომა და გარეთ ყურება.
 
რომ არა ფოტოკამერა...
 
ფანქარი...
 
რომელი ცნობილი ფოტო გინდათ, რომ თქვენი გადაღებული იყოს?
 
აი, ეს: 
 
თქვენთვის ყველაზე რთულად სამუშაო?
 
ანკეტის შევსება.
 
არის რაიმე, რასაც არასდროს გადაიღებდით?
 
ომს (სიამოვნებით აღარ გადავიღებდი).
 
ყველაზე აბსურდული კრიტიკა, რაც თქვენ შესახებ მოგისმენიათ?
 
ასეთი არ მახსოვს, ძირითადად ისინი წერენ, ვისაც მოსწონს ან ესმის (მადლობა მათ).
 
ყველაზე უჩვეულოდ გამორჩეული ფოტოგადაღება?
 
ძალიან საინტერესო იყო პალიასტომის ჭაობების გადაღება, იურა მეჩითოვთან ერთად (როცა მოცურავე ტორფზე დგახარ და ლივლივებ, თან უნდა გადაიღო).
 
რის გარეშე არ გადიხართ არასდროს სახლიდან?
 
ტანსაცმლის (იშვიათი გამონაკლისის გარდა – ფოტოაპარატის).
 
რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს? 
კითხვა: რატომ აკეთებ ამას ყველაფერს?
 
პასუხი: არ ვიცი.
 
 
 

 

კომენტარები