30-ლარიანი სასურსათო ვაუჩერის დარიგება ხვალიდან დაიწყება

ხვალიდან მოსახლეობას 30-ლარიანი სასურსათო ვაუჩერები დაურიგდება.  ვაუჩერი საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს გადაეცემა და  ელექტროენერგიის ვაუჩერის სიის მიხედვით დარიგდება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბაკურ კვეზერელმა  და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ანდრია ურუშაძემ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.   

ვაუჩერების დარიგება აპრილის შუა რიცხვებში დასრულდება, ხოლო მათი განაღდება 1 1 ივლისამდე იქნება შესაძლებელი.  ელექტროენერგიის ვაუჩერის მსგავსად,  მფლობელს შეუძლია, სურვილის შემთხვევაში, სასურსათო ვაუჩერი სხვას გადასცეს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა,  რომ ვაუჩერების განაღდება ”ლიბერთი ბანკის” ფილიალებში იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება რეგიონებს, კვეზერელის განმარტებით, სოფლებში სპეციალური მოძრავი სერვის-ცენტრი ჩავა, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, ვაუჩერების დარიგებას სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს. "ამ ვაუჩერების განაღდება იქნება მცირე  შეღავათი ჩვენი მოსახლეობისათვის", - განაცხადა  ურუშაძემ.

კომენტარები