კადაფის ქმედებებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის, ასევე მისი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვის ქმედებების გამოძიება დაიწყო. ყველა მათგანი კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებშია ეჭვმიტანილი.

”ჩვენ გამოვავლინეთ ადამიანები, რომლებიც ახლა, ან წარსულში იყვნენ ქვეყნის ხელისუფლებაში. ისინი, მათ შორის სპეცსამსახურების ხელმძღვანელი პირები, ეჭვმიტანილი არიან სისხლის სამართლის დანაშაულებების ჩადენაში,” განაცხადა ჟურანლისტებთან საუბრისას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, ლუის მორენო-ოკამპომ. მან დასძინა, რომ მსგავსი ზომები ლიბიის ოპოზიციის მიმართაც იქნება მიღებული, თუ ისინი მსგავს დანაშაულს ჩაიდენენ. ”ვფლობთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რამდენიმე ოპოზიციურ ჯგუფს იარაღი აქვს. თუ ოპოზიცია ჩაიდენს დანაშაულს, მათ ქმედებებსაც გამოვიძიებთ. ჩვენ მიუკერძოებლები ვიქნებით,” აღნიშნა პროკურორმა.

პოლკოვნიკ მუამარ კადაფის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ლიბიაში 17 თებერვალს დაიწყო და ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

კომენტარები