„ელისო ბოლქვაძე და მეგობრები” – ასე ერქვა 2-დღიან ღონისძიებას, რომელიც გასულ კვირას, ინსბრუკის კაზინოში ჩატარდა.
პარიზში მცხოვრები ქართველი პიანისტი, რომელმაც პირველი კონცერტი ორკესტრთან ერთად 7 წლის ასაკში ჩაატარა, ინსბრუკს გიტარისტ ემანუელ როსფელდერთან, 14 წლის ჯაზპიანისტთან – ბექა გოჩიაშვილთან, პრინცესა კაროლინ მიურატ-ჰაფნერთან, პროფესორ მიშელ სონისა და „სედაგის” კვარტეტთან ერთად ეწვია.
18 თებერვლის საღამო ელისო ბოლქვაძემ გახსნა, რასაც როსფელდერისა და გოჩიაშვილის შესრულება მოჰყვა – კონცერტი მათი ბრწყინვალე დუეტით დასრულდა.
19 თებერვლის საკონცერტო პროგრამის მთავარი მოვლენა კი, მიშელ სონისა და ბოლქვაძის მიერ ოთხ ხელში შესრულებული ლისტის ნაწარმოები იყო. საღამო პიანისტ კაროლინ მიურატ-ჰეფნერისა და „სედაგის” კვარტეტის პერფორმანსით გაიხსნა.
ღონისძიება ავსტრიის ყველა რეიტინგული მედიასაშუალების აფიშის ჩამონათვალში მოხვდა: „კლასიკური მუსიკის პერფორმანსი უმაღლეს დონეზე – ელისო ბოლქვაძე ტიროლში”, – წერდა გაზეთი Der Standart. მოვლენა ისეთ მსხვილ ავსტრიულ გაზეთებში გაშუქდა, როგორიცაა Kronen Zeitung, Der Standart, Kurier და სხვა.
საიდან გაჩნდა კონცერტის იდეა და საინტერესოა, როგორ მოხვდა პატარა ქართველი ჯაზპიანისტი, ბექა გოჩიაშვილი თქვენს საკონცერტო პროგრამაში?
პარიზში გადასვლამდე, ინსბრუკში ვცხოვრობდი. იქ ბევრი გულშემატკივარი მყავს და ამ კონცერტის ორგანიზების ინიციატივაც, სწორედ მათგან წამოვიდა.
ბექას გარდა, ძალიან მინდოდა ახალგაზრდა უნიჭიერესი ქართველი მომღერლის, ქეთევან ქემოკლიძის დაპატიჟებაც, მაგრამ ვეღარ მოხერხდა. ბექას თვალს საერთაშორისო არენაზე გამოჩენის დღიდან ვადევნებ. ჩემმა მენეჯერმა იგი მონტროში შეამჩნია, სადაც ბექამ პირველი ადგილი აიღო. წარმოიდგინეთ, ჩიკ კორეასთან ერთადაც კი დაუკრავს. ეს იყო მცდელობა, შეგვეთავსებინა ჯაზი და კლასიკური მუსიკა და მცდელობამ ნამდვილად გაამართლა. ამაყი ვარ, რომ ბექამ ასეთი მოწონება დაიმსახურა. მართალია, ამჯერად მხოლოდ 15 წუთი დაუკრა, მაგრამ უფრო მასშტაბურად მსურს მისი დიდ საკონცერტო პროგრამაში ჩართვა. ამას მომავალში მოვახერხებ.
ამ ორდღიანი ღონისძიების მთავარ მოვლენად მედია თქვენსა და მიშელ სონის დუეტს განიხილავდა. მოგვიყევით ამის შესახებ.
2011 წელი ლისტის წელიწადია და ამასთან დაკავშირებით, ძალიან ექსტრაორდინარული პროგრამა შევიმუშავეთ: ლისტმა თავისი რაფსოდიები ოთხი ხელისთვის გადააკეთა, სწორედ ამ უნიკალური ნაწარმოებით დავხურეთ კონცერტი.
სტუმრებს შორის იყო შვეიცარიაში მცხოვრები კაროლინ მიურატიც, რომელიც ნამდვილი პრინცესაა – ნაპოლეონის შთამომავალი. მან შოპენის პროგრამა შეასრულა.
თქვენი სამომავლო გეგმები?
ამ ღონისძიებამ იმხელა მოწონება დაიმსახურა, რომ იქაურმა კულტურის დეპარტამენტმა მუშაობის გაგრძელება ისურვა: მომავალი წლიდან ზამთრის ფესტივალის დაფუძნებას ვგეგმავთ. ეს მე საშუალებას მომცემს, კიდევ უფრო მეტ ქართველ ხელოვანს დავეხმარო საერთაშორისო არენაზე გამოსვლაში.
ინსბრუკი და თბილისი დაძმობილებული ქალაქებია, ასე რომ, ამ პროექტში სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერის იმედიც მაქვს.
სხვათა შორის, გასული წლის 18 და 19 ოქტომბერს, ინსბრუკში სიმფონიური ორკესტრის სეზონი გავხსენი. ამ ქალაქთან საკმაოდ ინტენსიურად ვთანამშრომლობ.
საქართველოში თუ გეგმავთ რაიმეს?
ეს იდეა ჯერ კიდევ 3 წლის წინ გამიჩნდა, მაგრამ განხორციელებაში 2008 წლის აგვისტოს ომმა შემიშალა ხელი. 1 მაისს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯანსუღ კახიძის დარბაზში, კონცერტი გაიმართება. მონაწილეობას ახალი ქართული ორკესტრი – სიმფონიეტა მიიღებს და ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებებს დაუკრავენ. ასევე იქნება სამი თაობის პიანისტი: მე, ნინო გვეტაძე და ანა ყიფიანი. კონცერტს ჩაიწერს ტელეკომპანია Mezzo, რომელზეც ჩანაწერი დიდი სიხშირით იტრიალებს. წარმოიდგინეთ, რამდენ ქვეყანაში მაუწყებლობს Mezzo! ასეთი რაღაც, მგონი, საქართველოში არ მომხდარა.