17 თებერვალს კომპანია „ისტერნ პრომოუშენმა“ ჯაზის ქართველ მოყვარულებს „თბილისი ივენთ ჰოლში“ ჯაზ-სერიების ფარგლებში, მონტი ალექსანდერისა და მისი ტრიოს მოსმენის საშუალება მისცა.
იამაიკელი მუსიკოსი თბილისს ბასისტ ჰასან შაკურთან და დრამერ იოჰან ლანდესბერგენთან ერთად ეწვია.
კონცერტი ორი საათი გაგრძელდა, „თბილისი ივენთ ჰოლი“ მსმენელების სიმცირეს ნამდვილად არ უჩიოდა. სამწუხაროდ, სტუმრების ერთ ნაწილს მალევე მობეზრდა კონცერტის მშვიდად მოსმენა და „აზუზუნდა“. სხვებს ეტყობოდათ, რომ ჯაზის მოყვარულები იყვნენ, კარგად იცნობდნენ მუსიკოსის შემოქმედებას და სიყვარულს მის მიმართ აპლოდისმენტებით და შეძახილებით გამოხატავდნენ.
ტრიომ ათამდე კომპოზიცია შეასრულა, დიდი აღფრთოვანება გამოწვია ბობ მარლის No Woman No Cry-იმ, რომელიც მუსიკოსებმა საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულეს.
მონტი ალექსანდერი მსოფლიო მუსიკალურ სივრცეში 50 წელია მოღვაწეობს, იგი თანამშრომლობდა მსოფლიოში სახელგანთქმულ მუსიკოსებთან: ფრენკ სინატრა, ტონი ბენეტი, რეი ბრაუნი, დიზი გილესპი, სონი როზილინი, კლარკ ტერი, ქვინსი ჯონსი, ბობი მაქფერენი და სხვა.
80-იან წლებში მან იამაიკური მუსიკის გამოყენება საკუთარ შემოქმედებაში აქტიურად დაიწყო, რაც „თბილისი ივენთ ჰოლში“ ჩატარებულ კონცერტზე იგრძნობოდა.
მონტი ალექსანდერი მუსიკით 6 წლის ასაკში დაინტერესდა, იგი ძირითადად თვითნასწავლ ხელოვანად მიიჩნევა. „ყოველთვის მინდოდა მუსიკა შემექმნა, მსოფლიოში მემოგზაურა, გამემართა კონცერტები, თუნდაც იმიტომ, რომ დღეს საქართველოში ჩამოვსულიყავი და თქვენთვის დამეკრა“.
აღსანიშნავია, რომ 2005 წელს მონტი ალექსანტერი მსოფლიოში ყველა დროს საუკეთესო ჯაზმენ პიანისთა შორის 50-ეულში მოხვდა და მე 5-ე ადგილი დაიკავა.