მიწისძვრამ ახალი ზელანდიის სიდიდით მეორე ქალაქი თითქმის მთლიანად დაანგრია

ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩში დღეს მომხდარ ძლიერ მიწისძვრას, პირველადი მონაცემებით, 65 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი ადამიანი კი შენობების ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი. სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ რიხტერის შკალით 6.3 ბალი შეადგინა. ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრის, ჯონ კეის თქმით, გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

უცხოური მედია იუწყება, რომ ახალი ზელანდიის სიდიდით მეორე ქალაქში, სადაც თითქმის ყველა შენობა დანგრეულია, ამ დროისთვის სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ქრაისთჩერჩის მერიის ცნობით, მაშველებმა ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს 120 ადამიანი. ძლიერი მიწისძვრა ახალ ზელანდიაში 4 სექტემბერსაც მოხდა, თუმცა 7.1-ბალიან მიწისქვეშა ბიძგებს მაშინ მსხვერპლი არ მოჰყოლია. სპეციალისტებმა დღეს მომხდარი მიწისძვრა უკვე შეაფასეს როგორც ”ყველაზე დამანგრეველი” ბოლო 80 წლის მანძილზე. 

კომენტარები