ლიბიაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციები, შესაძლოა, სამოქალაქო ომში გადაიზარდოს. ამის შესახებ განცხადება ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ვაჟმა, საიფ კადაფიმ გუშინ გვიან ღამით სპეციალურ სატელევიზიო მიმართვაში გააკეთა. კადაფიმ ოპოზიცია ქვეყნის დანაწევრების მცდელობაში დაადანაშაულა. მისი თქმით ლიბიის არმია პოლკოვნიკ კადაფის უჭერს მხარს და ”უკანასკნელ წუთამდე იბრძოლებს ამბოხებულების წინააღმდეგ.” ლიბიის ლიდერის ვაჟმა უცხოური მედია სიტუაციის გამწვავებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე არეულობებს 14 ადამიანი ემსხვერპლა და არა 200-ზე მეტი, როგორც ამას საერთაშორისო მედია იუწყება.
საიფ კადაფის სატელევიზიო გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე ლიბიის სიდიდით მეორე ქალაქზე - ბენგაზიზე კონტროლი ოპოზიციამ აიღო. ტელეკომპანია BBC ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქალაქიდან პოლიციელები და სამხედროები განდევნეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ბენგაზიში მიმდინარე შეტაკებების დროს 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები ლიბიაში იანვარში დაიწყო. მოსახლეობის ნაწილი ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის გადადგომას მოითხოვს, რომელიც ქვეყანას 40 წელზე მეტია მართავს.
ევროპის ქვეყნებმა და აშშ-მ ლიბიაში მიმდინარე დაპირისპირებების გამო შეშფოთება გამოთქვეს და ქვეყნის ხელისუფლებას თავშეკავებისკენ მოუწოდეს. ”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეწყდეს ძალადობა და დაიწყოს დიალოგი,” აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ ”ისინი, ვინც ხალხის ნებას არ ითვალისწინებენ და მათ წინააღმდეგ შუასაუკუნეობრივ მეთოდებს იყენებენ, საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ.”