The Independent: ბრიტანეთი ლავროვს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ლონდონში ვიზიტის დროს დიდი ბრიტანეთის მთავრობა მასზე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებული სიტუაციის მოგვარების საკითხზე ზეწოლას მოახდენს. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Independent-ი იუწყება.

 გაზეთის ცნობით, ბრიტანეთის ამჟამინდელი პრემიერ მინისტრი, დავიდ კამერონი, რომელიც 2008 წლის ომის დროს ოპოზიციის ლიდერი იყო ”პირველი დასავლელი პოლიტიკოსი იყო, რომელიც კონფლიქტის დროს საქართველოში ჩავიდა. ”დაუნინგ სტრიტი დღემდე აცხადებს, რომ ის ამ საკითხზე სამართლიანობის მიღწევას ცდილობს. NATO მოსკოვთან მალე გამართავს მოლაპარაკებების ახალ რაუნდს ამ საკითხზე. ალიანსი კვლავ მოითხოვს რუსული ჯარების [საქართველოს ტერიტორიიდან] გაყვანას,” წერს The Independent-ი.

სერგეი ლავროვი ოფიციალურ შეხვედრებს ლონდონში დღეს გამართავს. 

კომენტარები