წითელ მარტინიში შემწვარი საქონლის ჩალაღაჯი

 მომზადების წესი:

მოათავსეთ ჩალაღაჯი ჯამში. მოასხით 1 ჭიქა წითელი მარტინი, 100 გრ. ზეითუნის ზეთი,  50 გრ. ვურსტერის სოუსი, მარილი და პილპილი მოაყარეთ გემოვნებით. გააჩერეთ ათი წუთი. (მარტინის სოუსი შეინახეთ)
გააცხელეთ ტაფა უცხიმოდ და დაბრაწეთ ჩალაღაჯი, თითო მხარეს 4 წუთი. გადმოიღეთ ხორცი ტაფიდან და ჩადეთ ღრმა, ცეცხლგამძლე ჭურჭელში. ცხელ ჩალაღაჯს წაუსვით 50 გრ. კარაქი ორივე მხრიდან. ხორცში ჩაჭერით 6 პატარა ნაჭერი ისე, რომ ჩაჭრილ ნაჭრებში ჩაეტიოს თითო კბილი ნიორი და მოასხით მარტინის სოუსი. 
ღუმელი გააცხელეთ 240 გრადუსზე და მოათავსეთ მასში ჩალაღაჯი. 
კერძი მზად იქნება 20 წუთში.
 
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: 
პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ.: 24 46 35), 
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ.: 35 71 73), 
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ.: 24 33 02 / 03 ).
 

კომენტარები