იტალიელი მკვლევარი: მონა ლიზას თვალებში იკითხება, რომ ის მამაკაცია

იტალიელი მეცნიერი, სილვანო ვინჩეტი ამტკიცებს, რომ ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზა მამაკაცი იყო. ცნობილი მკვლევარი აცხადებს, რომ მონა ლიზას თვალებში მან ლათინური ასოები L და S შენიშნა. ვინჩეტის აზრით, ასო L ლეონარდოს, ხოლო S - სალაის ინიციალებია. ეს უკანასკნელი და ვინჩის მოდელი, და როგორც ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, მისი საყვარელიც იყო.

გარდა ამისა, ვინჩეტიმ ნახატის უკანა ფონზე ციფრები 7 და 2 იპოვა. ” ევროპული ტრადიციის მიხედვით 72 ღმერთის სახელია, რადგან იყო 72 წინასწარმეტყველი, ქრისტეს 72 მიმდევარი ახალი აღთქმის მიხედვით,” განაცხადა იტალიელმა მეცნიერმა. სილვიო ვინჩეტის დასკვნებს ევროპელი მეცნიერების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს. ლუვრის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ნახატის ორიგინალის წლების განმავლობაში დაწვრილებით შესწავლის დროს მათ მსგავსი სიმბოლოები ტილოზე არ უნახავთ. 

კომენტარები