სემნები: ევროკავშირი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკას აგრძელებს

ევროკავშირი აგრძელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკას. ამის შესახებ განცხადება სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პიტერ სემნებიმ 27 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ მინისტრთან, სერგეი შამბასთან შეხვედრაზე გააკეთა. საინფორმაციო სააგენტო აფსნიპრესის ცნობით,  სემნებიმ აღნიშნა, რომ ”აფხაზეთის [ევროკავშირთან] პრაქტიკული ჩართულობისთვის აუცილებელია შესაბამისი პირობებისა და სტრუქტურების შექმნა.”

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმა კი აღნიშნა, რომ სოხუმი მზად არის ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის, თუმცა ”არა საქართველოს გავლით.” ”ჯერჯერობით ევროპული სტრუქტურების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ გაკეთებული განცხადებების გარდა, არაფერ კონკრეტულზე საუბარი არ მიმდინარეობს,” აღნიშნა მან.

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე  სემნებიმ კოდორის ხეობაში დევნილების დაბრუნების საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ”უნდა შეიქმნას პირობები, რომ ადამიანები სახლებს დაუბრუნდნენ,” აღნიშნა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა. 

კომენტარები