ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში, სადაც 22 იანვარს აფეთქება მოხდა, მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია. მაღაროელებმა დღეს გაფიცვა გამოაცხადეს. ისინი იმ ორი პირის გათავისუფლებას მოითხოვენ, რომლებიც გუშინ სამართალდამცველებმა აფეთქებასთან დაკავშირებით დააკავეს. მაღაროელების თქმით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე დაკავებულებს - ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროს სამუშაო უბნის ხელმძღვანელს, ედემ სტურუას და ვენტილაციის სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი დევდარიანს არ გაათავისუფლებენ.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, დევდარიანი და სტურუა მაღაროში უსაფრთხოების წესების იგნორირებაში არიან ეჭვმიტანილი. დანაშაული 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გაფიცული მაღაროელები აცხადებენ, რომ დაკავებულები გასულ კვირას მომხდარ აფეთქებაში დამნაშავე არ არიან. მათი თქმით მომხდარში ბრალი თავად მაღაროელებს მიძღვით, ”რომლებმაც შახტაში აფეთქება განახორციელეს და უსაფრთხოების წესები არ დაიცვეს.”
ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა.