მოსკოვში, ”დომოდედოვოს” აეროპორტში გუშინ მომხდარ ტერაქტს, ბოლო მონაცემებით, 35 ადამიანი ემსხვერპლა, 168 კი დაშავდა. აფეთქება მოსკოვის დროით 16.40 წუთზე მოხდა. სამართალდამცავების ცნობით, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. მათივე ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერების სიმძლავრე 7 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტი იყო. საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი” იუწყება, რომ აფეთქება აეროპორტში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა. პოლიცია სამ ეჭვმიტანილს ეძებს.
რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა ”დომოდედოვოს” აეროპორტის ადმინისტრაციას უსაფრთხოების წესების დარღვევაში დასდო ბრალი. ის მოსახლეობას დამნაშავეების პოვნას და ”კანონის სრული სიმკაცრით დასჯას” დაჰპირდა. მსოფლიოს რამდენიმე ლიდერმა, ასევე გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა მოსკოვში მომხდარი ტერაქტი სასტიკად დაგმო. ვაშინგტონმა კი მოსკოვს აფეთქების გამოძიებაში დახმარება შესთვაზა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა და ათეულობით ადამიანის დაღუპვისა და ასზე მეტი მოქალაქის დაშავების გამო მწუხარება გამოთქვა. ”საქართველო ყოველთვის მტკიცედ გმობდა და გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას,” ნათქვამია განცხადებაში.
რადიო ”ეხო მოსკვის” ცნობით, ”დომოდედოვოს” აეროპორტში მომხდარი აფეთქება აეროპორტების ისტორიაში ”ყველაზე სისხლიანი” იყო.