WANTED

 ჯინსები, დიდი თეთრი ფერის ბოტასები და დაახლოებით ისეთი მანტო, 90-იანებში რომ ღირსეულ კონკურენციას უწევდა „ვარიონკა” ქურქებს ბაზრობაზე... ასეთ უშუალო ფორმაში წარდგა ქართველი მაყურებლის წინაშე ჰოლივუდის ყველაზე ძვირადღირებული რეჟისორების ხუთეულში შემავალი ყაზახი ტიმურ ბეკმამბეტოვი, რო­მე­ლიც პირ­ველ რიგ­ში, ჩე­მი თა­ო­ბის მა­ყუ­რე­ბელს ახ­სოვს ბანკ იმ­პე­რი­ა­ლის სა­ი­მი­ჯო რეკ­ლა­მე­ბით (И брал Тамерлан камни и говорил он с ними...). მის რეკ­ლა­მა­ში ჩინ­გიზ ყა­ე­ნი და თე­მურ ლენ­გიც კი, ისეთ „თბილ ტო­ნებ­ში­ა” წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რომ ხვდე­ბი, ბეკ­მამ­ბე­ტო­ვის­თ­ვის მთა­ვა­რია ის­ტო­რი­უ­ლი ფეს­ვე­ბი და არა ის ის­ტო­რი­უ­ლი კვა­ლი, რო­მე­ლიც ამ პერ­სო­ნა­ჟებ­მა და­ტო­ვეს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­ში... მის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ტრა­დი­ცი­ა­ა! ტრა­დი­ცია აღ­მოჩ­ნ­და მთა­ვა­რი ახა­ლი წლის შემ­თხ­ვე­ვა­შიც, რო­მელ­საც რე­ჟი­სორ­მა  სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი  „ნაძვის ხე­ე­ბი” უძღ­ვ­ნა. 

ან­დ­რეი კონ­ჩა­ლოვ­ს­კის შემ­დეგ („გაპარული მა­ტა­რე­ბე­ლი”, „ტანგო და კე­ში”, „ოდისეა”) ბეკ­მამ­ბე­ტო­ვი მე­ო­რე რე­ჟი­სო­რია პოს­ტ­საბ­ჭო­თა სივ­რ­ცი­დან, რო­მე­ლიც ჰო­ლი­ვუდ­ში დამ­კ­ვიდ­რ­და. თა­ვის „ფინანსურ სრულ­წ­ლოვ­ნე­ბამ­დე”, ანუ რე­ჟი­სო­რუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბამ­დე კონ­ჩა­ლოვ­ს­კი მუ­დამ ამახ­ვი­ლებ­და ყუ­რადღე­ბას ჰო­ლი­ვუ­დის პრო­დი­უ­სე­რე­ბის ტი­რა­ნი­ა­ზე და ქმნი­და მითს, რო­მელ­საც ტი­მურ ბეკ­მამ­ბე­ტო­ვი ყვე­ლა თა­ვის ინ­ტერ­ვი­უ­ში ასე გულ­მოდ­გი­ნეთ ამ­ს­ხ­ვ­რევს. „მე – აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რე­ჟი­სო­რი ვარ!” – მა­ნი­ფეს­ტი­ვით აცხა­დებს ბეკ­მამ­ბე­ტო­ვი და ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არ­გუ­მენ­ტი და ფაქ­ტიც მრავ­ლად მო­ე­ძებ­ნე­ბა. 
„ღამის გუ­შაგს” ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ პრო­ექ­ტად მი­იჩ­ნევს. სა­მო­მავ­ლოდ სურს გა­და­ი­ღოს ფილ­მი 3D ფორ­მატ­ში და ამ­ბობს, რომ „ადრე ესეც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, მაგ­რამ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, 100 წლის შემ­დეგ ჩვენ ფილ­მებს უკ­ვე სიზ­მ­რებ­ში ვნა­ხავთ”... 20 წლის წინ ოც­ნე­ბობ­და თე­ატ­რ­ზე, მაგ­რამ კი­ნომ მი­სი ფან­ტა­ზი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის გა­ცი­ლე­ბით დი­დი პო­ტენ­ცი­ა­ლი და რე­სურ­სი შეს­თა­ვა­ზა... 
 
 თქვენ­მა ფილ­მ­მა „ნაძვის ხე­ე­ბი” გა­მახ­სე­ნა ალექ­სან­დ­რ რო­გოჟ­კი­ნის ფილ­მი „Операция – с новым годом”: ასე­თი­ვე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე გმი­რე­ბი და ან­ტიგ­მი­რე­ბი და, რა თქმა უნ­და, უც­ვ­ლე­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი – რწმე­ნა, იმე­დი და სიყ­ვა­რუ­ლი... თქვე­ნი ფილ­მიც იმა­ზე­ა, სას­წა­უ­ლის რომ ყო­ველ­თ­ვის უნ­და გჯე­რო­დეს?
 
ფილ­მი სამ რა­მეს ეხე­ბა: ჩვენ ყვე­ლას გვჯე­რა და გვწამს ტრა­დი­ცი­ე­ბის და, ამ­რი­გად, „ნაძვის ხე­ე­ბი” სიყ­ვა­რულ­შიც უტყ­დე­ბა ყვე­ლა იმ ფილმს, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე გა­და­ი­ღეს ახალ წელ­ზე... მე­ო­რე – ჩვენ ყვე­ლა­ნი ვცხოვ­რობთ იმ სამ­ყა­რო­ში, რო­მელ­შიც სიბ­რა­ლუ­ლი და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა გახ­ლავთ სი­ცოცხ­ლის დე­და­აზ­რი. და მე­სა­მე – იმი­სათ­ვის, რომ მი­აღ­წიო და­სა­ხულ მი­ზანს, უნ­და გჯე­რო­დეს და გქონ­დეს მოთ­მი­ნე­ბა. ესაა და ეს. თუმ­ცა ფილ­მის მონ­ტა­ჟის დროს სი­უ­ჟეტ­მა თავ­სა­ტე­ხი მა­ინც გაგ­ვი­ჩი­ნა – ჩვენ დიდხანს ვის­ხე­დით და ვფიქ­რობ­დით ფილ­მის არ­ს­ზე, მის ქვე­ტექ­ს­ტ­ზე – რა არის ამ სუ­რა­თის მთა­ვა­რი იდე­ა? რო­გორ და­ვა­კავ­ში­როთ ფილ­მის პერ­სო­ნა­ჟე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­თან? ბო­ლოს მივ­ხ­ვ­დით, რომ ის პა­ტარ­-­პა­ტა­რა სი­კე­თე, რო­მელ­საც სჩა­დის უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა პერ­სო­ნა­ჟი, კავ­ში­რია ადა­მი­ა­ნებს შო­რის, რო­მელ­მაც მოგ­ვიყ­ვა­ნა 21-ე სა­უ­კუ­ნემ­დე. სხვა ვე­რა­ფე­რი მოგ­ვიყ­ვან­და, თუ არა თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა და სი­კე­თე. „ნაძვის ხე­ე­ბი” პოს­ტ­მო­დერ­ნის­ტუ­ლი ფილ­მი­ა; რო­ცა იც­ვ­ლე­ბა დრო და ფორ­მა, შენ ის­ღა გრჩე­ბა, რომ ილა­პა­რა­კო იმ უც­ვ­ლელ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, რომ­ლის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაც არა­სო­დეს შე­იც­ვ­ლე­ბა – ეს არის, რო­გორც უკ­ვე ვახ­სე­ნე, სი­კე­თე და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა. ჩვენ თა­ვის დრო­ზე გა­მო­ვაცხა­დეთ კონ­კურ­სი სა­ა­ხალ­წ­ლო ის­ტო­რი­ებ­ზე და მა­ყუ­რებ­ლის­გან უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო, სა­ხა­ლი­სო, ხან­და­ხან დრა­მა­ტიზ­მით აღ­სავ­სე წე­რი­ლი მი­ვი­ღეთ. შემ­დ­გომ­ში ყვე­ლა ეს ამ­ბა­ვი თა­ვი­სე­ბუ­რი ნო­ვე­ლის სა­ხით გა­ცოცხ­ლ­და სცე­ნარ­ში.
 
 ერ­თა­დერ­თი პრი­ზი, რო­მე­ლიც თქვენ აიღეთ – 2005 წელს მო­პო­ვე­ბუ­ლი „ფელიქსია” მა­ყუ­რებ­ლის სიმ­პა­თი­ის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ფილ­მის­თ­ვის „დღის გუ­შა­გი”. რო­გორც ჩანს, არ ხართ სა­ფეს­ტი­ვა­ლო რე­ჟი­სო­რი... ნიშ­ნავს თუ არა ეს იმას, რომ თქვენ­თ­ვის მთა­ვა­რია კო­მერ­ცი­უ­ლი კი­ნო და პრინ­ცი­პი „გაყიდვები ერ­თა­დერ­თი­ა, რა­საც მო­აქვს ფუ­ლი, ყვე­ლა­ფერ და­ნარ­ჩენ­ზე ეს ფუ­ლი მხო­ლოდ იხარ­ჯე­ბა”?
 
გა­ყიდ­ვე­ბი ერ­თა­დერ­თი­ა, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს მა­ყუ­რე­ბელს. მე კი არ მსურს ვა­კე­თებ­დე ფილმს მა­ყუ­რებ­ლის შეზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის­თ­ვის. ვფიქ­რობ ეს უკ­ვე პა­სუ­ხია იმ კითხ­ვა­ზე, თუ რა­ტომ ვარ ასე­თი გულ­გ­რი­ლი ფეს­ტი­ვა­ლე­ბი­სად­მი. კი­ნო და­ი­ბა­და და ჩა­მო­ყა­ლიბ­და რო­გორც მა­სობ­რი­ვი ხე­ლოვ­ნე­ბა, სა­ნა­ხა­ო­ბა ფარ­თო აუდი­ტო­რი­ის­თ­ვის და მე ნამ­დ­ვი­ლად არ მსურს 10-15 კა­ცის­თ­ვის ვირ­ჯე­ბო­დე და კუთხი­დან ვა­დევ­ნებ­დე თვალ­ყურს თა­ნა­მედ­რო­ვე კი­ნოს წამ­ყ­ვან ტენ­დენ­ცი­ებ­სა და გან­ვი­თა­რე­ბას. ჩემ­თ­ვის კი­ნო ყო­ველ­თ­ვის იყო და არის ის, რაც ხდე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ში და არა ეკ­რან­ზე. მოქ­მე­დე­ბა უნ­და ხდე­ბო­დეს ადა­მი­ა­ნებ­ში – თქვე­ნი ფილ­მის შემ­ყუ­რე მა­ყუ­რე­ბე­ლი უნ­და გა­ნიც­დი­დეს, ის უნ­და იცი­ნო­დეს, ტი­რო­დეს, ბრაზ­დე­ბო­დეს, უხა­რო­დეს, ფიქ­რობ­დეს... რაც ეკ­რან­ზე ხდე­ბა, ეს მხო­ლოდ „ფერადი ჩრდი­ლი­ა”. თუ ფილ­მი არ იქ­მ­ნე­ბა მა­სის­თ­ვის და იქ­მ­ნე­ბა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ეგოს და სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თ­ვის – ამის წი­ნა­აღ­მ­დე­გი არ ვარ, მაგ­რამ არ მა­ინ­ტე­რე­სებს. 
 
 ცნო­ბი­ლი­ა, რომ აპი­რებთ 3D ფორ­მატ­ში ფილ­მის გა­და­ღე­ბას სა­თა­უ­რით „წითელი ას­ფალ­ტი” და ის ეხე­ბა არაფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მან­ქა­ნის მარ­თ­ვას. ჩვენ­თან ახ­ლა ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია არაფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თ­ვი­სა და უსაფ­რ­თხო­ე­ბის ღვე­დის აუცი­ლებ­ლო­ბის თე­მა. ეს ფილ­მიც ექ­შე­ნი იქ­ნე­ბა?
 
„წითელი ას­ფალ­ტი” იქ­ნე­ბა სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟან­რი! არ ვხუმ­რობ! ოდეს­მე თუ გი­მარ­თავთ მან­ქა­ნა არაფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში? ეს სრუ­ლი კოშ­მა­რი­ა! ამი­ტო­მაც ვამ­ბობ, რომ „წითელი ას­ფალ­ტი” სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟან­რის ფილ­მი იქ­ნე­ბა. ჩვენ მივ­ცემთ მა­ყუ­რე­ბელს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ 3D-ს მეშ­ვე­ო­ბით  სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­დოს თუ რას გრძნობს და რო­გორ აღიქ­ვამს სამ­ყა­როს მთვრა­ლი ადა­მი­ა­ნი. იცით, რა­ტომ ვუ­წო­დეთ ფილმს „წითელი ას­ფალ­ტი”? შტა­ტებ­ში მარ­თ­ვის მოწ­მო­ბის ასა­ღე­ბად მი­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე გარ­კ­ვე­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ შეჰ­ყავთ სპე­ცი­ა­ლურ ოთახ­ში, სა­დაც მას უჩ­ვე­ნე­ბენ ხუთ­წუ­თი­ან პრო­პა­გან­დის­ტულ დო­კუ­მენ­ტურ ფილმს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხ­ვე­ვებ­ზე, კა­ტას­ტ­რო­ფებ­ზე, რო­მე­ლიც მო­უ­წო­დებს სიფ­რ­თხი­ლის­კენ; მათ უჩ­ვე­ნე­ბენ ფილმს იმა­ზე თუ რო­გორ იმ­ს­ხ­ვ­რე­ვა მან­ქა­ნე­ბი და მას­თან ერ­თად ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბაც... ძი­რი­თა­დი მე­სი­ჯი კი სწო­რედ ალ­კო­ჰო­ლის­გან თავ­შე­კა­ვე­ბა­ა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ ის მა­ყუ­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ნა­ხავს ჩვენს „წითელ ას­ფალტს”, არა­სო­დეს დაჯ­დე­ბა სა­ჭეს­თან მთვრა­ლი. თუ ამა­ში ეჭ­ვი გე­პა­რე­ბათ, და­ე­ლო­დეთ ჩვენს ფილმს და გა­ი­გებთ, რას ნიშ­ნავს out of control.

 ისე ლა­პა­რა­კობთ, თით­ქოს სო­ცი­ა­ლურ დაკ­ვე­თა­ზე იწყებთ მუ­შა­ო­ბას. 
 
ნე­ბის­მი­ე­რი კარ­გი ფილ­მი ყო­ველ­თ­ვის სო­ცი­ა­ლუ­რი დაკ­ვე­თის პრო­დუქ­ტი­ა. კო­მერ­ცი­უ­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ფილ­მი ასე თუ ისე ას­რუ­ლებს სო­ცი­ა­ლურ დაკ­ვე­თას და ემ­სა­ხუ­რე­ბა ე.წ. სო­ცი­ა­ლუ­რი მარ­კე­ტინ­გის მიზ­ნებს, მო­ახ­დი­ნოს მოვ­ლე­ნე­ბი­სა და კონ­კ­რე­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.
 
 აუცი­ლებ­ლად უნ­და გკითხოთ ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლი­ზე. მსა­ხი­ობ­მა თქვენს ფილ­მ­ზე Wanted მუ­შა­ო­ბის დროს თა­ვის მრა­ვალ­რიცხო­ვან სვი­რინ­გებს კი­დევ ორი ახა­ლი შე­მა­ტა – „სიმტკიცე” და „ტკივილი”. ასე­თი რა უქე­ნით?
 
მე მიყ­ვე­ბოდ­ნენ, რომ ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლი ფილ­მ­ში Wanted მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე ერ­თი პი­რო­ბით და­თან­ხ­მ­და – ეს  იყო პრო­დი­უ­სე­რე­ბის­გან რე­ჟი­სო­რის სრუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცეს­ში. ან­ჯე­ლი­ნა ძა­ლი­ან ღრმა ადა­მი­ა­ნი­ა, მაქ­სი­მა­ლის­ტი­ა. გულ­წ­რ­ფე­ლი და ამას­თან ერ­თად მი­ზან­და­სა­ხუ­ლი. თუ ის რა­ღა­ცას აკე­თებს – 100%-ით სჯე­რა; სჯე­რა იმის, რომ ყვე­ლა­ფერს სწო­რად აკე­თებს და ბავ­შ­ვუ­რი თავ­და­ვიწყე­ბით ეშ­ვე­ბა სა­მუ­შა­ო­ში. ფილ­მ­ზე მუ­შა­ო­ბის დროს ან­ჯე­ლი­ნამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვით მას ეკ­რ­ძა­ლე­ბო­და პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა სუ­რათ­ზე მუ­შა­ო­ბა. ვფიქ­რობ, ფილ­მის წარ­მა­ტე­ბა ამ ფაქ­ტ­მაც გა­ნა­პი­რო­ბა – ჯო­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი იყო. ამი­ტომ ახა­ლი სვი­რინ­გე­ბის და­ტა­ნა ალ­ბათ უფ­რო ერ­თ­გუ­ლე­ბის ფი­ცი იყო, რო­მე­ლიც მან ამ ფილ­მის წი­ნა­შე და­დო. არი­ან მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც არ ახა­სი­ა­თებთ ზე­და­პი­რუ­ლო­ბა. 
 
 ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ტიმ ბარ­ტონ­თან ერ­თად კი­დევ ერთ ახალ ფილ­მ­ზე მუ­შა­ობთ – „აბრაამ ლინ­კოლ­ნი – ვამ­პი­რებ­ზე მო­ნა­დი­რე”. ასე­თი ტან­დე­მი უკ­ვე იმის წი­ნა­პი­რო­ბას ქმნის, რომ ფილ­მი სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი გა­მო­ვა და სი­ურ­რე­ა­ლის­ტუ­რი, მაგ­რამ თქვენ ერ­თხელ ახ­სე­ნეთ, რომ „აბრაამ ლინ­კოლ­ნი – ვამ­პი­რებ­ზე მო­ნა­დი­რე” საკ­მა­ოდ შე­მეც­ნე­ბი­თი ხა­სი­ა­თის იქ­ნე­ბა და სტუ­დენ­ტებს ის­ტო­რი­ულ ექ­ს­კურსს შეს­თა­ვა­ზებს. რას გუ­ლის­ხ­მობ­დით?
 
პირ­ველ რიგ­ში უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ „აბრაამ ლინ­კოლ­ნი – ვამ­პი­რებ­ზე მო­ნა­დი­რე” მწე­რალ გრემ სმი­ტის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ბეს­ტ­სე­ლე­რის ეკ­რა­ნი­ზა­ცია იქ­ნე­ბა და, ალ­ბათ, ჯერ ავ­ტორს უნ­და ვკითხოთ თუ რას გუ­ლის­ხ­მობს. ამე­რი­კის მე-16 პრე­ზი­დენ­ტ­მა აბ­რა­ამ ლინ­კოლ­ნ­მა შტა­ტებ­ში მო­ნო­ბა გა­ა­უქ­მა და თუ ვინ­მეს ჰგო­ნი­ა, რომ ლინ­კოლ­ნი ამ რე­ფორ­მას უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლოდ გა­ა­ტა­რებ­და და ამ პრო­ცეს­ში ის ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნებს შე­ერ­კი­ნა – ცდე­ბა. ამ ადა­მი­ანს უწევ­და ბრძო­ლა ნამ­დ­ვილ სის­ხ­ლის­მ­წო­ვე­ლებ­თან, ბი­უ­როკ­რა­ტებ­სა და ჩი­ნოვ­ნი­კებ­თან, რომ­ლე­ბიც სისხლს წოვ­დ­ნენ თა­ვი­ან­თი პო­ლი­ტი­კით ჯერ კი­დევ გა­ნუ­ვი­თა­რე­ბელ ამე­რი­კას. კი­ნო მი­თე­ბის შექ­მ­ნის დი­დი ხე­ლოვ­ნე­ბა­ა. ჩვენ ვქმნით მითს ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი მოკ­ლუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის შე­სა­ხებ. მითს ხომ ვერ მოს­თხოვ დო­კუ­მენ­ტურ სი­ზუს­ტეს? მას არ გა­აჩ­ნია ამის პრე­ტენ­ზია – მი­თი გად­მოს­ცემს არსს და არა ფაქტს. „აბრაამ ლინ­კოლ­ნი – ვამ­პი­რებ­ზე მო­ნა­დი­რე” კი ის მი­თი­ა, რო­მე­ლიც ამე­რი­კე­ლებს სჭირ­დე­ბათ – მა­თი პრე­ზი­დენ­ტი ებ­რ­ძო­და არა უბ­რა­ლო პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებს, არა­მედ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ ძა­ლას. ვამ­პი­რებ­ზე მო­ნა­დი­რე აბ­რა­ამ ლინ­კოლ­ნი – მე­ტა­ფო­რაა ისე­ვე, რო­გორც ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი „Оборотни в погонах” (ასე უწო­დე­ბენ რუ­სეთ­ში კო­რუმ­პი­რე­ბულ ძა­ლოვ­ნებს – გ.კ.).
 
 სა­ა­ხალ­წ­ლო ფილ­მით ჩა­მოფ­რინ­დით და დღეს უკ­ვე უკან ბრუნ­დე­ბით – თქვენც თქვე­ნი ფილ­მის გმი­რე­ბი­ვით ახალ წელს უნ­და მი­უს­წ­როთ? 
 
რა თქმა უნ­და, მაგ­რამ ხომ დაგ­პირ­დით „ნაძვის ხე­ე­ბის” პრე­მი­ე­რის წინ – ერ­თ­-ერ­თი ჩე­მი ახა­ლი ფილ­მის პრე­მი­ე­რა აუცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­თე­ბა ისევ თბი­ლის­ში. იმე­დი­ა, ეს წი­ნა­სა­ა­ხალ­წ­ლო დღეს მოხ­დე­ბა...
 
 „ნაძვის ხე­ე­ბის” პრე­მი­ე­რამ­დე ერ­თი დღით ად­რე ბეკ­მამ­ბე­ტო­ვი თა­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად კა­ხეთს სტუმ­რობ­და. არა­ხა­ლი­ა, რომ რე­ჟი­სო­რი ტრი­ლო­გი­ის („ღამის გუ­შა­გი”, „დღის გუ­შა­გი”) შეკ­ვ­რას აპი­რებს ფილ­მით „ბინდის გუ­შა­გი” და რა­ტომ­ღაც მგო­ნი­ა, რომ კა­ხეთ­ში ვო­ი­ა­ჟი უფ­რო იმ ლან­დ­შაფ­ტე­ბი­სა და ჯერ კი­დევ შე­მორ­ჩე­ნი­ლი ცი­ხე­სი­მაგ­რე­ე­ბის შერ­ჩე­ვას უკავ­შირ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც, იმე­დი­ა, „ბინდის გუ­შა­გის­თ­ვის” სა­ჭი­რო ატ­მოს­ფე­როს შექ­მ­ნი­ან...

კომენტარები