9 თებერვალს: საქართველო - სომხეთი, თემურ ქეცბაიას რჩეულნი

საქართველოს ეროვნული ნაკრები 9 თებერვალს, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში წლის პირველ საერთაშორისო მატჩს გამართავს - სომხეთის ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრება.

თემურ ქეცბაიამ, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა 2010 წელი დაუმარცხებლად დაასრულა, ეროვნულ გუნდში 21 ფეხბურთელს უხმო:

მეკარეები: გიორგი ლორია (თბილისის დინამო), ნუკრი რევიშვილი (ანჟი, რუსეთი)

მცველები: კახა კალაძე (ჯენოა, იტალია), ლევან კაკუბავა (თბილისის დინამო), ზურაბ ხიზანიშვილი (რედინგი, ინგლისი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), აკაკი ხუბუტია (გაზ-მეტანი, რუმინეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (ქაისერისფორი, თურქეთი), ლაშა სალუქვაძე (რუბინი, რუსეთი)

ნახევარმცველები: გოგიტა გოგუა (ვოლგა, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ზესტაფონი), ჯაბა კანკავა (დნიპრო, უკრაინა), დავით კვირკველია (პანიონიოსი, საბერძნეთი), გიორგი მერებაშვილი (ვოივოდინა, სერბეთი), ჯანო ანანიძე (მოსკოვის სპარტაკი, რუსეთი), სანდრო გურული (კარპატი, უკრაინა), ლევან კობიაშვილი (ჰერტა, გერმანია)

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (მაქაბი, ისრაელი), ალექსანდრე იაშვილი (კარლსრუე, გერმანია), დავით სირაძე (ნალჩიკის სპარტაკი, რუსეთი), მათე ვაწაძე (ვოლგა, რუსეთი)

საქართველოს და სომხეთის ნაკრებთა ბოლო მატჩი 2004 წლის 21 თებერვალს შედგა - მეტოქემ კვიპროსის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრების სახელით მოასპარეზე ქართული კლუბების ნაკრებს 2:0 სძლია.

საერთო ჯამში, ჩვენ გუნდს ოთხჯერ უთამაშია სომხეთთან: ხსენებული მარცხის გარდა 1997 წელს საქართველომ თბილისში 7:0 იმარჯვა, 2000 წელს კი ჯერ 2:1 სძლია მეტოქეს, რამდენიმე თვის შემდეგ კი რიგით მესამე პაექრობა ფრედ 0:0 დასრულდა.

კომენტარები