ბრაზილიაში სტიქიის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

ბრაზილიაში წყალდიდობას და მეწყერს, ოფიციალური მონაცემებით, უკვე 710 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის ხელისუფლების ცნობით, 120-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება, 13 ათასზე მეტი კი თავშესაფრის გარეშე არის დარჩენილი. სტიქია, რომელიც უკვე შეაფასეს, როგორც ბრაზილიის ისტორიაში ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფა, ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებს გასულ კვირას დაატყდა თავს.

მეწყერში მოყოლილი ადამიანების საპოვნელად სამაშველო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილობრივების ცნობით, სამუშაოებს ხელს ცუდი ამინდი უშლის ხელს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ძლიერი წვიმები ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილში კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. 

სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად ბრაზილიის მოსახლეობა შემოწირულობებს აგროვებს. ქვეყნის ხელისუფლებამ კი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დანგრეული 3000 სახლის აღდგენის პირობა დადო. წინასწარი გათვლებით, სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციას 1.2 მილიონი დოლარი დასჭირდება. 
 

კომენტარები