ევროპარლამენტმა ადამიანის უფლებათა შესახებ დოკუმენტი დაამტკიცა

ევროპარლამენტი ”ღრმა მწუხარებას” გამოთქვამს, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს  მომხდარ საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის დარღვევას ”ასობით ადამიანი ემსხვერპლა და ათობით ათასი კი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.” ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტი 2009 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ასახავს.

დღემდე რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების მხოლოდ ერთი პუნქტი აქვს შესრულებული, აღნიშნულია ანგარიშში. ”ევროპარლამენტი გმობს ქართული სოფლების გამიზნულ განადგურებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში კონფლიქტისა და კონფლიქტის შემდგომ პერიოდში. ამ დარღვევების გამო დაუსჯელობა დღემდე გრძელდება,” წერია დოკუმენტში. 

კომენტარები