მაშველებმა ზვავში მოყოლილი ალპინისტის ცხედარს მიაკვლიეს

ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა სვანეთში ზვავში მოყოლილი მთამსვლელის, კარლო ხერგიანის ცხედარი იპოვეს. თეთნულდზე სამძებრო სამუშაოებში ერთდროულად რამდენიმე სამაშველო ჯგუფი იყო გასული. მათ შორის იყვნენ მთამსვლელები, ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ავიაცია, შინაგან საქმეთა, სასაზღვრო უწყებისა და თავდაცვის სამინისტროს ჯგუფები. სამაშველო ღონისძიებებს, ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, მიუდგომელი ლანდშაფტი და უამინდობა ართულებდა.

13 დეკემბერს თეთნულდის მწვერვალზე ასვლის დროს კარლო ხერგიანი მეგობართან, გიორგი ნავერიანთან ერთად,  სვანეთის სოფელ მულახთან ჩამოწოლილმა ზვავმა მოიყოლა. ნავერიანმა ნამქერიდან ამოსვლა და ადგილობრივ ადმინისტრაციასთან დაკავშირება მოახერხა. 25 წლის მთამსვლელის ცხედარს თეთნულდიდან ჯერ სოფელ მულახში, შემდეგ კი მესტიაში, საკუთარ სახლში გადაასვენებენ. 

კომენტარები