მონაკოს პრინცი ოლიმპიურ კომიტეტში ხმის სანაცვლოდ რუსეთისგან ქრთამს იღებდა

მონაკოს პრინცი, ალბერტ II 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის სოჭში ჩატარებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ რუსეთის პრემიერ მინისტრისგან ქრთამს იღებდა. ამის შესახებ პრინცის მრჩეველზე, რობერტ ერინჯერზე დაყრდნობით გაზეთი ინდეპენდენტი იუწყება. ერინჯერის თქმით, პრინცი, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრია, რუსეთის პრემიერის, ვლადიმერ პუტინისგან და კრემლის ბანკირის, სერგეი პუგაჩოვისგან ძვირადღირებულ საჩუქრებს იღებდა. ინდეპენდენტის ცნობით, საჩუქრებს შორის იყო პოლარული ექსპედიცია, საზეიმო სადილი და სამ საძინებლიანი აგარაკი, რომლის მშენებლობის ხარჯები რუსულმა მხარემ გაიღო.  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში პრინცის მრჩეველი აცხადებს, რომ პრინც ალბერტს ხმის მიცემისგან თავი უნდა შეეკავებინა, რადგან მოსკოვისგან საჩუქრების მიღებით მან კომიტეტის ეთიკური ნორმები დაარღვია. 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყანა კენჭისყრის წესით 2007 წლის 5 ივლისს გვატემალაში  აირჩიეს.  

 

 

 

 

კომენტარები