ლიტერატურულ კონკურს ,,წერო’’-ს გამარჯვებულები ორგანიზატორებმა დღეს დაასახელეს. მკითხველების ხმების მიხედვით, პრიზები ასე განაწილდა:
1. მარი ბექაური - ბავშვობა, როგორიც სინამდვილეშია - 2000 ლარი
2. ალეკო ცქიტიშვილი - მთაზე ასვლა - 1000 ლარი
3. თეა თოფურია - Disappearance - 500 ლარი
ჟიურის პრიზი გადაეცა რეზო ნასარიძეს, მოთხრობისთვის ,,იობის წიგნი’’.
ინტერნეტ-პორტალი literatura.ge უკვე წლებია, რაც ”წერო”-ს ატარებს. როგორც წესი, კონკურსი წელიწადში ორჯერ იმართება — პოეზიასა და პროზაში (მოთხრობა). აქამდე მას ფარმაცევტული კომპანია ,,ჯი-პი-სი’’ აფინანსებდა, წელს კი სპონსორების სიას მაღაზია ,,წიგნის სამყარო’’ და გამომცემლობა ,,ლაბირინთი’’ შეემატა.
კონკურსის პრინციპი ამგვარია: ნაწარმოების ავტორი ჟიურისთვის ანონიმურია. ჟიური რამდენიმე ტექსტს შეარჩევს და ადმინისტრაცია მათ პორტალზე გამოაქვეყნებს. შემდეგ დარეგისტრირებული მკითხველი ხმას აძლევს ან აკლებს (+ - სისტემა) შესაბამის ნაწარმოებს.
წელს ჟიურიმ (შადიმან შამანაძე, შოთა იათაშვილი, დავით ქართველიშვილი, ირაკლი ჯავახაძე, ბაჩო კვირტია, გურამ მეგრელიშვილი, ლექსო ჯახუა) 11 მოთხრობა ამოიარჩია —”ლაბორატორია კანდიდო", "მთაზე ასვლა", "სამკუთხედი", "ბავშვობა, როგორც სინამდვილეშია", "დაკრძალვა", "წითელი", "წითელი წიგნი, ანუ - things you let go", "ოპერაცია სქელი ტრაკი", "იობის წიგნი", "ბარონია", "Disappearance".