წლევანდელი გალა მართლაც გამორჩეული გახლდათ. ლიტერატურული კონკურსის დაჯილდოება ტელეიმედის პირდაპირი ეთერით გადაიცა და მაყურებელს იშვიათი შესაძლებლობა მიეცა, ქართული ლიტერატურის სიცოცხლეში დარწმუნებულიყო. ტაბულა გაგაცნობთ ნომინაციებს, გამარჯვებულთა სიას და ინტერვიუს გალას დამფუძნებელ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, პროზაიკოს ზაალ სამადაშვილთან.
ზაალ სამადაშვილი: რაც მეტი და მრავალფეროვანი კონკურსი იქნება ქვეყანაში, მით უფრო კარგია ლიტერატურისთვის. გალას დაარსების მამოძრავებელი ძალაც სწორედ ეს გახლდათ. მაშინ უკვე არსებობდა სახელმწიფო პრემიები, მაგალითად რუსთაველის პრემია. ასევე, დაფუძნებული იყო საბა, რომლის ჟიურის წევრი ვიყავი. შემდეგ კი გაჩნდა შესაძლებლობა, კიდევ ერთი ლიტერატურული ჯილდო შემატებოდა ამ სიას – 2006 წლიდან საკრებულოს წევრი ვარ, გარკვეული თანხაა გამოყოფილი კულტურული ღონისძიებებისთვის. მე დავაყენე კონკურსის დაფუძნების საკითხი და წევრებმა მოიწონეს. 2007 წლის შემოდგომაზე გალა პირველად გაიმართა. თავიდან ავტორს 2500 ლარით ვაჯილდოებდით, 2009 წლიდან კი თანხა 4 ათას ლარამდე გავზარდეთ. ასევე გადაეცემათ სპეციალური ხის ყუთი გოგი ოჩიაურის კომპოზიციით. კოლხური ცულის ასლები გალას სიმბოლოდ იქცა.
ძირითადი განმასხვავებელი ნიშნები თუ აქვს გალას სხვა კონკურსებისგან?
შევეცადეთ სწორედ განსხვავებული ნომინაციები გვქონოდა. მაგალითად, წიგნი ბავშვებისთვის, წიგნის მხატვრობა და წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი.
ხომ არ აპირებთ რამე ახალი ნომინაციის დამატებას, რომელიც უშუალოდ წიგნს არა, მაგრამ ვთქვათ ლიტერატურულ ინტერნეტ-პროექტებს ან მულტიმედია-არტს შეეხება?
ჯერჯერობით რა გადაწყვეტილებაც გვაქვს მიღებული, იმის შესახებ მოგახსენებთ, თუმცაღა რასაც თქვენ ბრძანებთ, საინტერესო იდეაა და ამის განხორციელებაც შეიძლება. ერთი ნომინაცია მომავალ წელს აუცილებლად დაემატება – ეს კინოს ლიტერატურული სცენარია. აუცილებელია კინოდრამატურგთა წახალისება. ეს ეროვნულ კინოცენტრთან ერთად ხდება, სწორედ მათი იდეა და სურვილი იყო ეს და ჩვენც სიამოვნებით დავუჭირეთ მხარი.
გალას, როგორც სხვა მნიშვნელოვან პრემიებს, ყოველთვის თან სდევს დამარცხებულთა უკმაყოფილება და ჩივილი ჟიურის არაობიექტურობაზე...
მოგეხსენებათ, კონკურსზე ყველა ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ მე დამარცხებულად არ მივიჩნევ იმ ავტორს ან წიგნს, რომელმაც პრემია ვერ აიღო. ისე კი, გადაწყვეტილებას ჟიური იღებს, გალას შემთხვევაში ხუთკაციანი შემადგენლობა, რომელიც, როგორც წესი, ყოველ წელს ორი ან სამი კაცით იცვლება. აი, ამ ხუთი ადამიანის გემოვნებაზე, როგორც ყველა მსგავს შემთხვევაში, არის დამოკიდებული გამარჯვებულის გამოვლენა.
იმის გამო გაჯავრება, თუ ამ ადამიანებს რატომ არ მოეწონათ ჩემი წიგნი ან პროექტი, არამართებული მგონია. კონკრეტული გემოვნების ჟიურიმ კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის და ეს. ჟიური ყოველთვის სუბიექტურია. ერთხელ ვახუშტი კოტეტიშვილმა თქვა – „ხალხო, როგორ შეიძლება ვიყო ობიექტური, მე ხომ სუბიექტი ვარო”. მთავარია, ჟიური არ იყოს მიკერძოებული – უპირატესობა არ მიანიჭოს თავის მეგობარს, ნაცნობს თუ ნათესავს ამ ნიშნით.
საუბრობენ იმაზეც, ხომ არ იქნება ეს კონკრეტულად ერთი, თუნდაც ორი მოწვევის საკრებულოს პროექტი. თქვენი აზრით, როგორი მომავალი აქვს გალას?
ძალიან დაჯერებით თქმა იმისა, რომ ამაზე უარს ვერავინ იტყვის, ძნელია. თუმცა განსაკუთრებით წლევანდელმა წელმა, მრავალი მიზეზის გამო განმიმტკიცა რწმენა იმისა, რომ გალა საკრებულოს ნებისმიერი შემადგენლობის შემთხვევაში იარსებებს. ჩაერთო კულტურის სამინისტრო, კინოცენტრი, ასევე შეიძლება ამ პროცესის თანამონაწილე სხვადასხვა ფორმით არაერთი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანიზაცია გახდეს. დარწმუნებული ვარ, მალე ეს გაცილებით უფრო მრავალფეროვანი კონკურსი იქნება.