ერთი რამ ცხადია: ამერიკული ხელოვნება, რაც უნდა ინოვაციური იყოს და ერთი შეხედვით „აბსურდულადაც” გამოიყურებოდეს, არასოდეს გტოვებს მარტოს. ის ყოველთვის გიტოვებს შეგრძნებას, რომ არტისტმა ესა თუ ის ნამუშევარი სპეციალურად შენთვის ან შენთან ერთად შექმნა. შესაძლოა იმიტომ, რომ ამერიკელებს განსაკუთრებული ნიჭი აქვთ – ჩვენი ყოველდღიური „ნაგვისაგან” ხელოვნების ნიმუშს ქმნიან. ამისთვის თუნდაც ცნობილი „კემპბელის სუპების” მაგალითიც კმარა, ან ახლახან NY MoMA-ში გამოფენილი საყოველთაოდ ცნობილი სიმბოლოს – @-ს მასშტაბური ინსტალაცია. ამ უკანასკნელის საშუალებით დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად შენც ყოველდღიურად, ათეულობით და ასეულობით წერილს აგზავნი.
ამ შემოდგომაზე არტისტერიუმის ფარგლებში ამერიკულ ხელოვნებას თბილისელებიც „შეეხნენ”. პროექტი, თავისი კონცეფციით და სახელწოდებით პირდაპირ მოგიწოდებდათ: Chime in (ჩაერთე).
პროექტი შვიდმა ამერიკელმა მხატვარმა ინტერაქტიული ნამუშევრებისა და ვორკშოპების საშუალებით წარმოადგინა. კურატორმა ლიდია მეტიუსმა, როგორც თვითონ გვითხრა, საკმაოდ ბევრი იფიქრა კონცეფციასა და იმ არტისტთა შერჩევაზე, რომელთა ნამუშევრებიც სპეციალურად ჩვენი რეგიონისა და ჩვენი გარემოსთვის შეიქმნებოდა (ლიდია აკადემიური პროგრამების დეკანი და პროფესორია – Parsons The New School for Design in NY City).
„ლიდია საქართველოს მეგობარია და ბოლო წლებში აქ ხშირადაა ნამყოფი. ბოლოს მას ამ გაზაფხულზე, აპრილში შევხვდი თბილისის ერთ-ერთ რესტორანში. მაშინ ბევრი ვისაუბრეთ ზოგად თემებზე – ხელოვნებიდან დაწყებული დემოკრატიით დამთავრებული. ვისაუბრეთ შემოდგომისთვის დაგეგმილ ამერიკულ პროექტზეც (Chime in). „ჩართულობა, მონაწილეობა, ხომ იდეალური განსახიერებაა ამერიკული საზოგადოების, რაც ხელოვნებაში დემოკრატიის მეტაფორაა”, – ამბობს სინტია ვიტლსეი, საქართველოში ამერიკის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა უფროსი.
ამერიკული პროექტი არტისტერიუმზე ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ჩამოვიდა და თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლაში) გამოიფინა. „ამერიკული დარბაზი” – ასე მიგასწავლიდნენ ქარვასლაში გზას ამერიკული ხელოვნებისკენ. იქ შესული კი პირდაპირ ნიუ იორკელი შეილა პეპეს ობობას ქსელის მსგავს ინსტალაციაში გაეხვეოდით. ფერადი ძაფების აბურდულ გროვებზე ამერიკული კლასიკა – ჯექსონ პოლოკის ცნობილი ფერწერა „ნომერი 5” გაგახსენდებოდათ, მაგრამ შეილა პეპეს მსგავსი ინსტალაციები, რომლებსაც ის მსოფლიოს სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებში ამონტაჟებს, ფერწერული ტილოსაგან განსხვავებით, ინტერაქტიულია. მისი დემონტაჟის შემდეგ, დამთვალიერებელს შეუძლია მისი ფრაგმენტები სახლში წაიღოს, გააჩუქოს, ან გაყიდოს კიდეც.
„აბსოლუტურად გაცნობიერებულად მოვიწვიე ისეთი ხელოვანები, რომელთაც დაუმთავრებელი ნამუშევრები ჰქონდათ და სწორედ აქ, საქართველოში დაასრულებდნენ დიალოგის ფარგლებში. მინდოდა მათი ენერგია, იმპულსი მიმართული ყოფილიყო ადგილობრივ სივრცეებზე და ადამიანებზე. შეილა პეპეს აქ გავაცანი ქართული ტექსტილის ჯგუფი, რომ მათ ერთობლივი ნამუშევარი შეექმნათ. რაც მთავარია, პროექტში მონაწილეებად ჩავრთე ქართველი დევნილი ქალებიც წეროვანიდან. ინსტალაციის დემონტაჟის შემდეგ სწორედ ისინი წაიღებენ შალის ძაფებს სახლში. არტისტერიუმისა და ამ ინსტალაციის მეშვეობით კიდევ ერთხელ მოვყვებით ამბავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”, – ამბობს ლიდია მეტიუსი.
კიდევ რა შემოგვთავაზა ამერიკულმა პროექტმა? ბევრი საინტერესო რამ: ნიუ იორკელმა ლანდშაფტის დიზაინერმა სარა კოულსმა სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან ერთად თბილისის გარეუბნები და მიტოვებული სამრეწველო ობიექტები შემოიარა. მან მიტოვებული სივრცეების ალტერნატიული პეიზაჟები შემოგვთავაზა; დევიდ გოლბერგმა და ჯულიო მორალესმა ვორკშოპებზე სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან ერთად ყოველდღიური ცხოვრება აუდიო და ვიზუალური საშუალებებით გადმოგვცეს. შესაძლებლობა მოგვეცა ნიუ იორკსა და პარიზში მოღვაწე არტისტის – ევან როთის ცნობილი პროექციებისთვის შეგვევლო თვალი. ის მთელს მსოფლიოში აგროვებს გრაფიტის ნიმუშებს, შემდეგ კომპიუტერში ამუშავებს და ღია სივრცეში, დიდი შენობების ფასადებზე პროექციებს უშვებს. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია – L.A.S.E.R. Tag და ის ხშირად იფინება NY MoMA-ში, ვენის კუნსტჰაუსში თუ ლონდონის ტეიტ მოდერნში.
სინტია ვიტლსეი: „მე მაინც შეილა პეპეს ჭრელ ნაქსოვ ბადეს დავუბრუნდები, ქარვასლაში ამერიკული ექსპოზიციის თავზე რომ გადაიჭიმა. ამ ნამუშევრის მთავარი იდეა ამერიკული მასალისგან დამზადებული ქსოვილის დაშლა და ადგილობრივი მქსოველების მიერ ახალი ნამუშევრის შექმნაა. ჩემი აზრით, ეს საუკეთესო მეტაფორაა საქართველო-ამერიკის ურთიერთობისა, ანუ ამერიკის მიერ წარმოდგენილ მოდელს საქართველო ქართულად გარდაქმნის”.