2010 წლის 10 სექტემბერს Altervision Group-მა newcomer-ების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა და ამ ამბავს ორ კვირაში 114 ბენდი გამოეხმაურა, ანუ შარშანდელთან შედარებით მონაწილეთა რაოდენობა გაორმაგდა. 114-დან პირველ ეტაპზე 25 ჯგუფი შეირჩა, რომლებმაც 12-დან 14 ოქტომბრამდე გამართულ show case-ში მიიღეს მონაწილეობა. სამდღიანი შესარჩევი კონკურსი სასტუმრო Holliday Inn-ში გაიმართა, ხოლო 30 ოქტომბერს სპორტის სასახლეში გრანდიოზული კონცერტი ჩატარდება გამარჯვებული კონკურსანტების და ცნობილი დიჯეის, ტომ ნოვის მონაწილეობით.
ჟიურის (Altervision Group-ის გენერალური პროდიუსერი ირაკლი ნადარეიშვილი და მუსიკალური პროდიუსერები: ბექა ჯაფარიძე, ვახო ბაბუნაშვილი და აჩიკო გულედანი) წინაშე სამი დღის განმავლობაში 25 მონაწილე წარდგა: Geenbeam and Leon, PI Light, Snatch, The Sticklers, Eldrine, Mutual Friends, ქეთი ორჯონიკიძე, Solar eclipse, U.R., Shusha, Lila Land, Exit, Sour Skin, Loudspeakers, Efemera, Inner Voice, The Benedicts, Animals from mars, Rep Rise, Circus Closet, Cobert, five x, rolling heads, Pink Panther და The Smile. თითოეულ შემსრულებელს 30 წუთი ეთმობოდა.
ირაკლი ნადარეიშვილი: ძალიან დიდი განსხვავებაა შარშანდელთან შედარებით. წელს შემსრულებლები უფრო მომზადებულები და მობილიზებულები არიან. ჩვენ უკვე ვფიქრობთ შოუზე. ერთია, როდესაც პატარა ოთახში უსმენ მონაწილეს და მეორე, თუ როგორ წარდგება ის 10 ათასი მსმენელის წინაშე.
აჩიკო გულედანი: შარშანდელთან შედარებით წელს ბევრად ხარისხიანი მუსიკა იყო. გაიზარდა კონკურენცია და, შესაბამისად, ხარისხი. ეს ძალიან გვახარებს.
სამდღიანი დამღლელი მუშაობის შემდეგ ჟიურიმ არჩევანი ამ თორმეტ შემსრულებელზე შეაჩერა: Greenbeam and Leon, PI Light, Snatch, Eldrine, Mutual Friends, U.R, Shusha, Exit, Lila Land, Loudspeakers, Rep Rise, The Smile.