გასულ თვეში ლეგენდარული ბრიტანული მეკობრული რადიო Rinse.FM ოფიციალური ლიცენზიის მფლობელი გახდა და FM დიაპაზონზე ლეგალური მაუწყებლობა დაიწყო.
ბრიტანულმა და არა მარტო ბრიტანულმა საზოგადოებამ Rinse.FM-ის გაოფიციალურება მეკობრული რადიოების ეპოქის დასასრულის დასაწყისად აღიქვა. თუმცა დასასრული დიდი ხნის წინ ინტერნეტის გავრცელებასთან ერთად დაიწყო.
რადიომეკობრეები –ალტერნატიული სიახლის რაინდები
ისტორია 60-იანი წლებიდან იწყება. პირველი მეკობრული რადიოები ამერიკაში ტეხასელი ბიზნესმენის ხელშეწყობით დაფუძნდა. იმ დროისთვის ამერიკაში უკვე მოღვაწეობდა რამდენიმე მეკობრული რადიო და კარგი შემოსავალიც მოჰქონდა. შემოსავლის უდიდესი წილი ფასიან ანონსებზე მოდიოდა. მხატვრებს, მუსიკოსებს და ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ საშუალება საკუთარი საღამოების შესახებ მეინსტრიმულ მედიასაშუალებებში რეკლამა გაეკეთებინათ. ამიტომ დაბალი ფასებისა და სპეციფიკური აუდიტორიის გამო მეკობრულ რადიოსადგურებს მიმართავდნენ.
მეკობრული რადიოების აუდიტორია არ ენდობოდა ცენტრალურ საინფორმაციო საშუალებებს, არ აინტერესებდა გაზეთებში დაანონსებული კონცერტები, გამოფენები, საღამოები... ისინი მუდმივად სიახლის და ალტერნატივის ძიებაში იყვნენ.
ამ თავისებური სუბკულტურის იმპორტი ბრიტანეთში 1964 წელს რადიო ლონდონის სახით მოხდა. დამფუძნებლებისთვის მალევე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანელებს პოლიტიკაზე მეტად ამერიკული მუსიკის მოსმენა სურდათ. ერთადერთი ლიცენზირებული რადიო BBC ყველაფერს უშვებდა გარდა თანამედროვე მუსიკისა. მათი პოლიტიკა ცალკე მუსიკოსთა კავშირთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა, ცალკე ფინანსური მომჭირნეობიდან. სიმფონიური ორკესტრის დაქირავება და კლასიკური ნაწარმოებების შესრულება უფრო ხელსაყრელი იყო, ვიდრე ცხელ-ცხელ ჰიტებზე საავტორო უფლებების მოპოვება.
პირველი მეკობრული რადიოსადგურები ოკეანეში მოდრეიფე გემებზე იყო მოწყობილი. იმდროინდელი კანონმდებლობით ხმელეთიდან სამი მილის დაშორებით წყალი არავის ეკუთვნოდა და, შესაბამისად, რადიოსადგურს ვერავინ აუკრძალავდა მაუწყებლობას.
1967 წელს ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, საერთაშორისო წყლებიდან მოდრეიფე გემებს ბრიტანეთის ტერიტორიაზე სიგნალის გავრცელება აეკრძალათ.
მეკობრული ლონდონი
მას შემდეგ, რაც რადიოსადგურების გემებზე მოწყობამ აზრი დაკარგა, მეკობრეები „ხმელეთზე გადასხდნენ” და პირდაპირ ლონდონის შუაგულიდან დაიწყეს მაუწყებლობა. მათი ახალი თავშესაფარი მრავალსართულიანი ბინების სხვენები გახდა. 80-იანებში პოლიციას უკვე გააჩნდა საიმისო ტექნოლოგიები, რომ ზუსტად დაედგინა საიდან მაუწყებლობდა მეკობრე. მაუწყებლობის დასრულებისთანავე მეკობრეები აპარატურას ალაგებდნენ და ახალი თავშესაფრის ძებნას იწყებდნენ. სანქციები მათ წინააღმდეგ მძიმე არ იყო. მხოლოდ აპარატურის კონფისკაცია და ფულადი ჯარიმა. მაგალითად, ზემოხსენებული Rinse.FM-ის მეპატრონეებმა დაახლოებით 20-წლიანი მოღვაწეობის პერიოდში აპარატურის ხუთი კომპლექტი და 15 ათასამდე გირვანქა „შეწირეს” ბიუჯეტს. შეიძლება მავან ჩინოვნიკს გაცილებით სადისტური სანქციებიც მოეგონებინა, მაგრამ ხელისუფლება საზოგადოების გაღიზიანებას ერიდებოდა. მეკობრეები საზოგადოებისთვის გმირები იყვნენ, რომლებიც თავისუფალი სიტყვისთვის საკუთარ თავისუფლებას აგდებდნენ საფრთხეში. პოლიციის ანტიმეკობრული რეიდებიც მხოლოდ ღამით ტარდებოდა, როცა თითქმის ყველას ეძინა.
80-იანების ბრიტანეთში ამერიკული მუსიკა აღარ იყო აქტუალური. მსმენელს ლონდონურ ანდერგრაუნდში დაბადებული ახალი ჟანრები აინტერესებდა. BBC, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ჰქონდა რამდენიმე მუსიკალური არხი, სიახლეებს მაინც მძიმედ ეგუებოდა. მათი ეთერი ახალი შემსრულებლებისთვის დახურული იყო. სამაგიეროდ მეკობრეები უთმობდნენ ახალბედებს საეთერო დროს. ისინი პოლიციასთან შესაძლო პრობლემების ანგარიშში ჩაუგდებლად ცოცხალ სეტებს მართავდნენ.
მეკობრეების ბუდეს ინტერნეტმა გადაუფრინა
90-იანებში სამყაროს მოევლინა ინტერნეტი. რადიომეკობრეებმა ახალ ტექნოლოგიას ალღო სწრაფად აუღეს და ინტერნეტ რადიოების ერა დაიწყო.
2000-იანების დასაწყისში პოპულარული გახდა შტატებში დაფუძნებული ინტერნეტ რადიო პანდორა. ის, სხვა ანალოგებისგან, დახვეწილი სისტემით და უზარმაზარი კოლექციით გამოირჩეოდა. პანდორა იყო ერთ-ერთი პირველი რადიო, რომელიც მსმენელს საშუალებას აძლევდა, პლეილისტი საკუთარი გემოვნებით შეერჩია. შეგიძლიათ მხოლოდ კონკრეტულ ჟანრს მოუსმინოთ. აქვს სხვა მრავალი ფუნქცია, რომელთა გარეშე თანამედროვე ინტერნეტ რადიოები დღეს წარმოუდგენელია.
პანდორას ყუთი მალე ლეიბლებისთვის საფრთხედ იქცა და თემიდას მოციქულებიც გამოჩნდნენ. პანდორა მსოფლიოსთვის დაიხურა. მაუწყებლობა ამჟამად მხოლოდ შეერთებული შტატების ფარგლებში ვრცელდება.
დღესდღეობით ინტერნეტ რადიოების ბაზარზე ერთადერთი ტრანსკონტინენტური გიგანტი last.fm შემორჩა, რომელიც ანალოგიური სახელწოდების მქონე მუსიკალური სოციალური ქსელის დამატებას წარმოადგენს.
რამდენადაც გასაკვირია, იმდენად სასიხარულოც არის, რომ სექტემბერში მაუწყებლობა დაიწყო ქართულმა ინტერნეტ რადიომ მარტივი სახელით internetradio.ge.
რადიო ფორმულა კრეატივისა და myvideo.ge-ს ერთობლივი პროექტია. მას ყველანაირი რესურსი გააჩნია, ტრანსკონტინენტური გიგანტის კონკურენტობისთვის, ენობრივი ბარიერი რომ არ არსებობდეს.
ამ დროისთვის internetradio.ge-ს ეთერში 16 არხი მაუწყებლობს. 11 ჟანრობრივია, ერთი საავტორო, ცალკე არხი აქვს დათმობილი რეტროს, ჰიტებს და ფორმულა კრეატივს. აღსანიშნავია, რომ internetradio.ge არც ერთი უცხოური პროექტის ანალოგი არ არის. მას ექსკლუზიური ფუნქციები აქვს. მაგალითად, ნებისმიერს შეუძლია მოითხოვოს მისთვის სასურველი არხის დამატება. ამისთვის საჭიროა facebook-ზე საჭირო რაოდენობის მხარდაჭერების შეგროვება, შემდეგ კი რადიოს ადმინისტრაციასთან დაკავშირება. ამ მეთოდით უკვე დაემატა მეტალის და თრიფ-ჰოფის არხები.
დროთა განმავლობაში internetradio.ge-ს ეთერში სხვადასხვა პროექტი იგეგმება. რადიოს დირექტორის, ლექსო მაჭავარიანის თქმით, „ეთერში გავა საავტორო გადაცემები, თოქ-შოუები, ლაივ სეთები მსოფლიოს ცნობილი მუსიკოსების შესრულებით ექსკლუზიურად ინტერნეტრადიოს მსმენელებისთვის, რომლებიც, რადიოეთერის გარდა, ვიდეო სტრიმინგის საშუალებითაც გადმოიცემა”.
უფრო მოგვიანებით იგეგმება ინტერნეტ ტელევიზიის გაშვებაც, რომელიც საწყის ეტაპზე რადიოს დამატება იქნება და თანდათანობით სრულფასოვან მაუწყებლად გადაიქცევა.
აი ასე. რესურსი უკვე არსებობს. ქართველ მუსიკოსებს ისღა დარჩენიათ, სტუდიებში ჩასხდნენ და ეროვნულ ექსპერიმენტებს მიჰყონ ხელი, რომელიც ვერასდროს მოხვდება Music Box-ის ან პირველი სტერეოს ეთერში. სამაგიეროდ სიამოვნებით გაუშვებენ internetradio.ge-ზე.