ცოტა ხნის წინ თბილისს კულტურული პროექტის, ჯეო ეარის მოწვევით ჰოლანდიური გამოცემის Fucking Good Art-ის დამფუძნებლები, რობ ჰამელინკი და ნიენკე ტერპსმა მეორედ ეწვივნენ. ისინი წერენ თანამედროვე ხელოვნების შესახებ, თვითონაც ქმნიან და კურატორულ საქმიანობასაც ეწევიან. Fucking Good Art-მა ორი პროექტი თბილისშიც გააკეთა. როგორც ტერპსმა და ჰამელინკი ამბობენ, მათ აღმოაჩინეს მთავარი: Fucking Good Art-ის და ქართული სუფრის მსგავსება. დანარჩენს სტატიაში წაიკითხავთ.
Fucking Good Art – დასაწყისი
მაიკლ ბულკა ჩიკაგოელი არტკრიტიკოსია. ჩიკაგოსა და სრულიად შეერთებული შტატების საზოგადოება მას ძალიან ახირებულ და ცუდი ენის პატრონად იცნობს. ბულკას არ უყვარს დიდი საგამოფენო დარბაზები და მუზეუმები. ურჩევნია პატარა, უცნობ ადგილებში იაროს და კომერციისგან ჯერ კიდევ შეურყვნელი არტისტები აღმოაჩინოს. „ბილწი კრიტიკოსია”, – ამას მისი კოლეგა ნიენკე ტერპსმა ამბობს.
1997 წელს ბულკამ და პედრო ველესმა Fucking Good Art ჩამოაყალიბეს. ეს იყო ცუდი ხარისხით ნაბეჭდი გაზეთი და ინტერნეტსაიტი, რომელიც ხელოვნების კრიტიკას და გაუგებარ ტირადებს აქვეყნებდა (ამ დროისთვის ცნება „ბლოგი” ჯერ არ არსებობდა). FGA 2001 წელს, კურატორ ლენა კუფნერის დახმარებით სერიოზულ ორგანიზაციად იქცა. მისი მოქმედების არეალიც გაიზარდა და ჩიკაგოდან პუერტო რიკომდე გავრცელდა.
2003 წელს, ორმა ჰოლანდიელმა არტისტმა და კრიტიკოსმა: ნიენკე ტერპსმამ და რობ ჰამელინკმა ბულკას სთხოვეს, მათთვის უფლება მიეცა FGA-ს სახელით დაახლოებით იდენტური გამოცემა გაეკეთებინათ. ბულკამ თანხმობა განაცხადა. ასე დაიბადა Fucking Good Art მეორედ – უკვე ევროპაში.
Fucking Good Art ევროპაში
ნიენკე ტერპსმა და რობ ჰამელინკი როტერდამში ცხოვრობენ და მუშაობენ. ისინი თავიანთ ქალაქში წლის განმავლობაში ბევრად უფრო ნაკლებ დროს ატარებენ, ვიდრე დანარჩენ ევროპაში. შემოქმედებითი გაერთიანებები მათ მთელი კონტინენტიდან იწვევენ, რათა ნიენკემ და რობმა დაახლოებით ერთი თვე გაატარონ რომელიმე კონკრეტულ ადგილას და ნათელი წარმოდგენა შეექმნათ იქაურ კულტურულ ცხოვრებაზე. თვის ბოლოს ისინი Fucking Good Art-ის ახალ ნომერს გამოსცემენ, რომელიც იმ ადგილს ეძღვნება. FGA ყოველი თვის ბოლოს ბროშურის სახით გამოდის, ექვს თვეში ერთხელ კი რობი და ნიენკე სქელ ჟურნალს გამოსცემენ. მათი საქმიანობა მხოლოდ კულტურული ანალიზის ბეჭდვით არ მთავრდება, ისინი აკეთებენ ვიდეო და რადიოპროექტებს, ინსტალაციებს, სემინარებს და კიდევ უამრავ რამეს.
პროექტები
ნიენკე: „FGA-ს ორი დიდი გამოცემა ბერლინში და ციურიხში გაკეთდა. ბერლინური გამოცემა არტისტების ინტეგრაციას მიეძღვნა. ალბათ იცით, რომ თანამედროვე ხელოვანებისთვის ბერლინი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქალაქია. დღეისათვის ბერლინში არტისტების 40-ათასიანი საზოგადოებაა. ამდენი არტისტი ბერლინის ერთიან კულტურულ სხეულს ქმნის, რაც ყველა ხელოვანისთვის მიმზიდველია. ბერლინში ერთი განსხვავებული რამ გავაკეთეთ: სხვადასხვა გალერეებში სიარულისას გაგონილ საინტერესო ფრაზებს დიდ პოსტერებზე ვბეჭდავდით და მთელ ქალაქში ვაკრავდით.
ციურიხში მუშაობისას ერთი თვის განმავლობაში ძალიან უცნაურ ადგილას – ხელოვნების აკადემიის სახურავზე ვცხოვრობდით. აკადემია ისევ იმ ქუჩაზეა, სადაც, როგორც წესი, სხვადასხვა კულტურული აქციები ტარდება. ფაქტობრივად მოვლენების ცენტრში ვიყავით. ამ ქუჩაზე ძალიან კარგადაა დაკავშირებული ხელოვნება და ფული: კრეატიული ბიუროები, გალერეები, სახელოსნოები, ხელოვნების აკადემია... ერთ ქუჩაზე ხდება ხელოვნების ნიმუშის მოფიქრება, შექმნა, ჩვენება და გაყიდვა”.
2009 წელს ერთი თვის განმავლობაში ნიენკე და რობი როტერდამთან ახლოს, მაასვლაკტეს პორტში ცხოვრობდნენ. ეს დაუსახლებელი ტერიტორია იყო, რომლის პოპულარიზაციისთვის ადგილობრივმა ადმინისტრაციამ რამდენიმე არტისტს მაასვლაკტეს თემაზე მუშაობა სთხოვა.
რობმა და ნიენკემ ონლაინ რადიო გააკეთეს სახელად Portscapes ON AIR – Maasvlakte Station. ტრადიციული ბეჭდური მეთოდის მაგივრად მათ მაასვლაკტეს შესახებ რადიოსიუჟეტების მომზადება დაიწყეს.
ნიენკე: „შეუძლებელია ადგილის შესახებ რამე დაწერო, თუ მას შორიდან უყურებ. ის, რაზეც წერ, უნდა იგრძნო, მასში უნდა შეხვიდე და რომ არ იყო მოსაბეზრებელი და სუბიექტური, უნდა ეცადო, სხვისი თვალითაც დაინახო.
მაასვლაკტეში ერთი თვე კონტეინერში, ქარის ელექტროტურბინის გვერდზე ვცხოვრობდით. კონტეინერში გვქონდა ჩვენი რადიოსადგურიც. სიუჟეტები გარეთ იწერებოდა და დიალოგის სახე ჰქონდა. ერთი თვის მანძილზე მაასვლაკტეში ბევრი სხვადასხვა პროფესიის სტუმარი გვყავდა: ურბანისტი – რომელიც ქალაქის დაგეგმარებაზე მუშაობს, ბიოლოგი – რომელიც მცენარეების მიგრაციაზეა დახელოვნებული, დიზაინერები, არქიტექტორები, ეკოლოგები, ტექნიკოსები, მაასვლაკტეში რომ მუშაობენ... თითოეული ინდივიდუალურად ხედავს ამ ადგილს, რადიო კი წარმოსახვას აძლიერებს და მსმენელს მაასვლაკტეზე კიდევ უფრო განსხვავებულ წარმოდგენას უქმნის”.
Fucking Good Art და თბილისი
FGA-ის პირველი პროექტი თბილისში, ფესტივალ „არქიტექტურა გვპასუხობს” ფარგლებში, ტრანსპორტის ყოფილი სამინისტროს შენობაში განხორციელდა. ჰამელინკ-ტერპსმას დუეტმა ყოფილი სამინისტროს ერთ-ერთ კუთხეს პირველყოფილი სახე დაუბრუნა.
„დაკარგულ ნაწილებს მთელ შენობაში ვეძებდით, ბოლოს როგორც იქნა ყველაფერი შევაგროვეთ, ყველაფრის აღდგენას და გასუფთავებას ერთი კვირა მაინც მოვანდომეთ. ვეცადეთ, რომ ძველებურს მაქსიმალურად დამსგავსებოდა, იატაკიც კი „მასტიკით” გავაპრიალეთ. საბოლოოდ სუნმაც და ვიზუალმაც დამთვალიერებელი უკან, საბჭოთა კავშირში დააბრუნა. ჩვენი პროექტი წარმატებული გამოდგა.
ამ ვიზიტისას გავიგეთ, რომ ის, რასაც ამდენი ხანი ვაკეთებთ: ხელოვანების მოძებნა, გაცნობა, ერთმანეთთან დაკავშირება, წვეულებების გაკეთება და ა.შ., შეიძლება ერთი ქართული შესატყვისით გამოვხატოთ – „სუფრა”. Fucking Good Art ოდნავ განსხვავებული სუფრაა ხელოვანებისთვის. ვინაიდან აქ დიდი ხანი ვერ დავყავით, საქართველოს შესახებ ჟურნალს ვერ გავაკეთებთ, სამაგიეროდ FGA ვიდეოვერსია გავაკეთეთ. სუფრაზე დავპატიჟეთ ყველა ის ხელოვანი და კურატორი, ვინც თბილისში იყო და პარალელურად ვიდეოინტერვიუები ჩავწერეთ. საკმაოდ საინტერესო ფილმი გამოვიდა. ჩვენ თავს სიტყვა მივეცით, რომ ამ ფილმს პირველად მხოლოდ თბილისში ვაჩვენებთ, ე.ი. აქ ჩამოსვლა კიდევ მოგვიწევს, ამისთვის კი მოწვევაა საჭირო. ბოლო პროექტი – „სუფრა”, ჩვენთვის ყველაზე საყვარელი და გამორჩეულია”.
სამომავლო გეგმები
ნიენკე: „უახლოეს მომავალში იტალიაში ვართ მიწვეულები. ეს ერთი ეთნოგრაფის პროექტია. ის არტისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან იწვევს, რათა მათ ბერლუსკონის მმართველობის 15 წლის განმავლობაში იტალიური კულტურული ცხოვრება ასახონ. ასევე გვინდა საფრანგეთის სოფლებში გარკვეული პერიოდის გატარება, ეს ჩვენს გრძელვადიან პროექტს უკავშირდება სოფლის ცხოვრების შესახებ. და კიდევ, გვსურს როტერდამში დაბრუნება და იმ არტისტების მიწვევა, რომლებსაც მოგზაურობების დროს შევხვდით. კარგი იქნება, მათაც რომ განახორციელონ ჰოლანდიაში თავიანთი პროექტები. ასევე ვგეგმავთ გამოფენას ჩვენს პატარა, ახალგამართულ, საგამოფენო სივრცეში”.
Web: http://www.fuckinggoodart.nl
ფოსტა: [email protected]