თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 29 სექტემბერს თუმანიშვილის თეატრში ლაშა ბუღაძის „7 მარტივი პიესით’’ გაიხსნა. 2 ოქტომბრის ჩათვლით ფესტივალზე პოპულარულ ქართულ დადგმებს აჩვენებენ: „გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება”, „მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ”, „ხალხის მტერი”.
3 ოქტომბრიდან საერთაშორისო სპექტაკლების პროგრამა დაიწყება, სადაც არაერთი საინტერესო დადგმის ხილვა იქნება შესაძლებელი. მათ შორის უმთავრესი, ალბათ მაინც მილანის პიკოლო თეატრის სპექტაკლია „არლეკინი, ორი ბატონის მსახური”. ჯორჯო სტრელერის საკულტო დადგმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, კომედია დელ’არტეს სიმბოლო და ანტაგონისტი არლეკინის როლს, გინესის რეკორდსმენი ფერუჩო სოლერი თამაშობს. მან არლეკინის როლი 2 060-ზე მეტჯერ ითამაშა და არაერთი ჯილდო მოიპოვა. არლეკინის გარდა ქართველი მაყურებელი ნახავს ლიტვური დასის შესრულებით დადგმულ შექსპირის უკვდავ პიესას „ჰამლეტი”, რომელსაც საერთაშორისო აღიარება „უმაგრებს ზურგს”. დიდი ბრიტანეთი წარმოადგენს დადგმას „სასტუმრო მათუსალა” – მისტიკისა და საშინელებათა ჟანრის ელემენტებით, რომლის მთავარი პერსონაჟიც ჰარია, პორტიე, რომელსაც არაფერი ახსოვს თავისი წარსულიდან. სპექტაკლი გამოირჩევა მუდმივად მოძრავი დეკორაციებით და საოცარი აუდიოგაფორმებით, სადაც გამოსახულება კინოეკრანიდან და მოძრავი სცენა ბრწყინვალედ ერწყმის ერთმანეთს.
ფესტივალის მსვლელობის მანძილზე წარმოდგენილი იქნება ძმები გრიმების „იორინდე და იორინგელი” – გერმანული ძაფების თეატრის შესრულებით და ირანული „როსტამი და ზოჰრაბი” – რომელსაც საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა თეატრალურ წრეებში.
წლევანდელ ფესტივალს მრავალი უცხოელი სტუმარი ეყოლება – დრამატურგები, კრიტიკოსები და თეატრალური ასოციაციის წარმომადგენლები. თბილისის თითქმის ყველა დიდი თეატრი (მარჯანიშვილი, რუსთაველი, გრიბოედოვი, თავისუფალი) ჩართულია ფესტივალში და 2 კვირის მანძილზე, უცხოურ დადგმებს უმასპინძლებს.
„წლევანდელი პროგრამა უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია. გაცილებით მეტი დამხმარე და სპონსორი გვყავს, მეტია ხალხის დაინტერესება. გვსურს, თქვენთან ერთად აღმოვაჩინოთ ყველაფერი ახალი – თეატრალური ფორმა, მსახიობი, მაყურებელი, ღირებულებები, აზრი. გვინდა, რომ ქართველ მაყურებელს, მსოფლიო თეატრალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენები ვუჩვენოთ, პროცესებში გარკვევაში დავეხმაროთ”, – განაცხადა ტაბულასთან ინტერვიუში ფესტივალის დირექტორმა ეკა მაზმიშვილმა.