თებერვალში სამხატვრო აკადემიასა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ამ შეთანხმების მიზანი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის დაწესებულებებში მყოფი პატიმრების და პრობაციონერთა რესოციალიზაცია და მათი სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრირება გახლდათ. დღემდე არაერთი საინტერესო აქცია გაიმართა, მაგრამ 29 სექტემბერს, სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში გამართული აქცია უთუოდ გამორჩეული იყო.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ივნისში აკადემიამ მსჯავრდებულებს სახატავი მოწყობილობები და ფურცლები გადასცა. პატიმრებს აღუთქვეს, რომ მათი ნამუშევრები საჯარო სივრცეში გამოიფინებოდა. თემა – თავისუფალი, დრო კი – მთელი ზაფხული ჰქონდათ. პროექტში ყველა საპატიმრო ჩაერთო. როგორც მათი ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, მსჯავრდებულები არნახული ენთუზიაზმით მიუდგნენ საქმეს, მათგან ზოგი პროფესიონალი ფერმწერიც კი არის.
29 სექტემბრის გამოფენას სამხატვრო აკადემიის რექტორი გია ბუღაძე და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე დაესწრნენ. აქციას 15 ავტორი ჰყავდა, დამთვალიერებელი 34 ტილოს გაეცნო. თემატიკა ციხისთვის ნიშანდობლივი გახლდათ – რელიგიური მოტივების სიჭარბე, მისტიკური თემის დომინაცია. ზოგან მონატრების, სივრცის ნაკლებობის, სინანულის თემა კუბისტურ, ზოგან რეალისტურ ჭრილში იყო გადაწყვეტილი.