მოცხარის სუფლე

16 ნაჭერი
მასალა:
3 კვერცხი
75 გრ. შაქარი
90 გრ. ფქვილი
1,5 კგ. მოცხარი
250 გრ. არაჟანი
500 გრ. ნაღები
1 შეკვრა ჟელატინი
1 შეკვრა ვანილი
2 სუფრის კოვზი 
შაქრის ფხვნილი
20 გრ. არაყი
ჯამში: 20 ლარი

მომზადების წესი:
ათქვიფეთ 3 კვერცხის გული და 50გრ. შაქარი. ცალკე ათქვიფეთ დარჩენილი კვერცხის ცილა და 20გრ. შაქარი. ორივე მიღებული მასა შეურიეთ ერთმანეთს, დაამატეთ ფქვილი და ურიეთ, რომ ცომი არ ჩავარდეს. ჩაასხით ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთი.
დაყავით მოცხარი სამ ნაწილად, დიდი მარცვლები დატოვეთ ყუნწით, ხოლო შედარებით პატარა მარცვლები გაათავისუფლეთ ყუნწებისგან, ნახევარი დააბლენდერეთ და გაწურეთ ისე, რომ ხილფაფას არ გაჰყვეს კურკები. შეურიეთ შაქრის ფხვნილი, ვანილი და არაყი. მიღებული მასა გააცივეთ მაცივარში. დარცენილი მოცხარი შეინახეთ სუფლეს კედლის მოსართავად.
სანამ ბისკვიტს ფორმაში დააბრუნებთ, დანამეთ ნებისმიერი სიროფით. დაალბეთ და გაადნეთ ჟელატინი, ამოავლეთ მოცხრის გადარჩეული, უყუნწო მარცვლები და ფორმაში მოთავსებულ ბისკვიტს მიამაგრეთ კედლებზე.გააცერეთ მაცივარში ნახევარი საათი. 

შიგთავსის მომზადების წესი:
პირველი ფენა-250 გრ. გათქვეფილი ნაღები და 250 გრ.არაჟანი შეურიეთ და დაამატეთ დაბლენდერებული მოცხარის წვენი. ჩაასხით ფორმაში და გააცივეთ 2-3 საათი.
მეორე ფენა-გაცივების შემდეგ ათქვიფეთ დარცენილი 250 გრ. ნარები და წაუსვით ზემოდან პირველ ფენას. გააფორმეთ გადარჩეული ყუნწიანი მოცხარის მარცვლებით და კვლავ დააბრუნეთ მაცივარში.
მოცხარის მარცვლები ამოავლეთ შაქარში.

მასალა შეგიძიათ შეიძინოთ სუპერმარკეტში:
პოპული (ვეკუას ქ. 3 ტელ.244635), ჯორჯოტა (წერეთლს ქ. 116 ტელ.357173), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34 ტელ.243302/03).

 

კომენტარები