ყავა გრანიტა

მასალა:
• 4 ჭიქა ახლად მოხარშული ესპრესო
• 4 სუფრის კოვზი შაქარი
• 50 გრ. ნაღები
• ½ ჭიქა ვანილის არომატიანი შაქარი
• ½ ჭიქა ბრენდი ან კონიაკი

მომზადების წესი:
ცხელი ყავა დაატკბეთ. მოათავსეთ ყინულის ორ კონტეინერში და შედგით საყინულეში მთელი ღამით.
გათქვიფეთ ნაღები, დაამატეთ ვანილის არომატიანი შაქარი და თქვიფეთ რამდენიმე წამი.

გამოიღეთ მაცივრიდან გაყინული ყავა. დააბლენდერეთ ყინულები და თანაბრად გაანაწილეთ ჭიქებში. დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი ბრენდი თითო ჭიქას და მორთეთ გათქვეფილი ნაღებით. სუფრასთან მიიტანეთ დაუყოვნებლივ.

კომენტარები