ვარდისფერი სანგრია

 მასალა:
• 2 ბოთლი როზე - ვარდისფერი ღვინო (ცივი)
• წვრილად დაჭრილი 1 მწვანე ვაშლი
• წვრილად დაჭრილი ნახევარი ფორთოხალი
• 50 გრ. ჟოლო
• უბრალო სიროფი* (მომზადების წესი იხილეთ ქვევით)
• ყინულის კუბები
• ცოცხალი პიტნის ფოთლები

მომზადების წესი:
ჩაასხით ღვინო მინის ჭურჭელში და შეურიეთ ვაშლი, ფორთოხალი და ჟოლო. დაამატეთ სიროფი (გემოსთვის). მოათავსეთ მაცივარში მხოლოდ ნახევარი საათი.
ჩაასხით ყინულიან ჭიქაში და გააწყვეთ პიტნით.
სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ რამდენიმე წვეთი სპრაიტი.
სიროფის მომზადების წესი:
პატარა ქვაბში ჩაყარეთ ერთი ჭიქა შაქარი და დაასხით ერთი ჭიქა წყალი. წამოადუღეთ. როდესაც შაქარი წყალში გაიხსენება, გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე. სითხე შეგიძლიათ ერთი კვირის მანძილზე თავდახურული შეინახოთ მაცივარში.

კომენტარები